თბილისში, შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესების სექცია რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებს, საქართველოში ვიზიტამდე „შესაძლო რისკები აწონ-დაწონონ“

თბილისში, შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექცია რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ საქართველოში ვიზიტამდე „შესაძლო რისკები აწონ-დაწონონ“.

საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციის განცხადებით, „ბოლო დროს საქართველოში შესვლაზე უარის თქმის შემთხვევებმა იმატა რუსეთის ფედერაციის იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა პასპორტებში დაბადების ადგილად მითითებულია უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, სამხრეთ ოსეთი, ყირიმი, დონეცკის სახალხო რესპუბლიკა, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქები“.

„არსებულ ვითარებაში, როდესაც საქართველოს სასაზღვრო ორგანოების ქმედებებს საქართველოში დასასვენებლად რუსეთის მოქალაქეების გეგმებში გაურკვევლობის ელემენტი შეაქვს, იქ გამგზავრების მსურველ ჩვენს მოქალაქეებს მკაცრად ვურჩევთ, რომ ყველა გარემოება და შესაძლო რისკი ყურადღებით აწონ-დაწონონ“, - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს