ფრიდრიხ მერცი - პარტნიორობა იცვლება აშშ-სთან, რომელიც ჩვენი უსაფრთხოების გარანტიას წარმოადგენდა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ინტერესები დამოუკიდებლად უნდა დავიცვათ - 2026 წელი ევროპისთვის შეიძლება გადამწყვეტი წელი იყოს

2026 წელი გერმანიისთვის და ევროპისთვის შეიძლება გადამწყვეტი წელი იყოს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა საახალწლო მილოცვისას განაცხადა.

„ევროპაში საშინელი ომი მძვინვარებს, რომელიც ჩვენს თავისუფლებასა და უსაფრთხოებას პირდაპირ საფრთხეს უქმნის. სულ უფრო ნათლად ვხედავთ, რომ რუსეთის აგრესია მთელი ევროპის წინააღმდეგ მიმართული გეგმის ნაწილია. გერმანია დივერსიებს და კიბერშეტევებს ყოველდღიურად უპირისპირდება“, - განაცხადა მერცმა.

სატელევიზიო გამოსვლაში გერმანიის კანცლერმა აშშ-სთან თანამშრომლობის საკითხსა და ევროპის როლზეც ისაუბრა.

„ჩვენი პარტნიორობა იცვლება აშშ-სთან, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ჩვენი უსაფრთხოების გარანტიას წარმოადგენდა. ეს, ჩვენთვის, ევროპელებისთვის ნიშნავს, რომ ჩვენი ინტერესები დამოუკიდებლად და უფრო ძლიერად უნდა დავიცვათ. ეს ჩვენთვის და ევროპისთვის შეიძლება გადამწყვეტი წელი იყოს. შესაძლოა, ეს ახალი დასაწყისის წელი იყოს, როდესაც ევროპა მშვიდობის, თავისუფლებისა და კეთილდღეობის გარშემო გაერთიანდება“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს