ალექსანდრე დარახველიძე - ბოლო 7 თვეში, ნარკოდანაშაულისთვის, ჯამში, დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 5000-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 2000-მდე ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ბოლო 7 თვის განმავლობაში, ნარკოდანაშაულისთვის, ჯამში, სისხლის სამართლის პასუხისგებაში 5000-ზე მეტი ადამიანია მიცემული.

შს მინისტრის მოადგილემ ნარკოტიკებთან ბრძოლის კუთხით უწყების მუშაობა ბრიფინგზე შეაჯამა.

„ჩვენ ინტენსიურ რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში, ვაგრძელებთ ბრძოლას ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ.

დიდ ყურადღებას ვუთმობთ ნარკორეალიზატორების გამოვლენასა და მათ დასჯას კანონის სრული სიმკაცრით.

მხოლოდ ბოლო 7 თვის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აღკვეთილია ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ათეულობით ფაქტი და ამოღებულია რამდენიმე ასეული კილოგრამი ნარკოტიკი. ხოლო, ნარკოდანაშაულისთვის ჯამში დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 5000-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 2000-მდე ნარკორეალიზაციაში ჩართული პირი“, - განაცხადა დარახველიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს