პერუში მატარებლების შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაშავდა

პერუში, მაჩუ-პიქჩუსთან მატარებლების შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაშავდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

პოლიციის განცხადებით, შემთხვევა მაჩუ-პიქჩუს ისტორიული ძეგლისკენ მიმავალ რკინიგზაზე მოხდა.

პერუს ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ავარიის შედეგად ერთ-ერთი მატარებლის მძღოლი დაიღუპა, ხოლო დაშავებულთაგან ოცის მდგომარეობა მძიმეა.

ასევე, სამინისტროში აღნიშნეს, რომ დაშავებულებს შორის უცხოელი ტურისტებიც არიან.

ავარიის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!