რუმინეთი ნატო-ს პროგრამის ფარგლებში უკრაინისთვის ამერიკული იარაღის შესაძენად 50 მილიონ ევროს გამოყოფს

რუმინეთი ნატო-ს პროგრამის ფარგლებში უკრაინისთვის ამერიკული იარაღის შესაძენად 50 მილიონ ევროს გამოყოფს, - ინფორმაციას რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ოანა ტოიუ ავრცელებს.

იონა ტოიუს ცნობით, რუმინეთი ნატო-ს PURL (უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სია) მექანიზმს შეუერთდა, რომელიც უკრაინისთვის ამერიკული იარაღის შეძენასა და გადაცემას ითვალისწინებს.

„PURL-ის მექანიზმში რუმინეთის შენატანი უკრაინის შესაძლებლობების გაძლიერების გზით უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევას ხელს შეუწყობს“, - წერს რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი X-ზე.

ტოიუს განცხადებით, პროგრამაში მონაწილეობა რუმინეთის მიერ ნატო-ს ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს სრულად შეესაბამება.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა