გივი მიქანაძე - საქართველო შევიდა იმ მცირერიცხოვანი ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც განათლების ხელმისაწვდომობა სახელმწიფოს მიერ მაქსიმალურად უზრუნველყოფილია - განათლების რეფორმის მნიშვნელოვანი ეტაპები 2026 წელს განხორციელდება

განათლების რეფორმის მნიშვნელოვანი ეტაპები 2026 წელს განხორციელდება, როგორც ინფრასტრუქტურულად, ასევე აკადემიური კადრების მოზიდვის მიმართულებით და პროგრამების განვითარების, ხარისხის გაუმჯობესების კუთხით არაერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადაიდგმება, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, განათლების სფეროსთვის 2025 წელი გამორჩეულად მნიშვნელოვანი იყო.

„2025 წელი გამორჩეულად მნიშვნელოვანი იყო განათლების მიმართულებით. ჩვენ დავაანონსეთ ზოგადი და უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმები. უმაღლესი განათლების კონცეფცია უკვე დამტკიცებულია და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებიც განხორციელდა. ამას დაემატა ისტორიული და უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად მმართველმა გუნდმა და პრემიერ-მინისტრმა მიიღეს ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ 2026 წლის პირველი სექტემბრიდან, ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტში ახლად მიღებული სტუდენტები ისწავლიან უფასოდ. ამით შეიკრა მთლიანი განათლების სექტორის უფასო ციკლი დაწყებული სკოლამდელი, გაგრძელებული სასკოლო, პროფესიული თუ უმაღლესი განათლების საფეხურით.

საქართველო ამ კუთხით შევიდა იმ მცირერიცხოვანი ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც განათლების ხელმისაწვდომობა სახელმწიფოს მიერ მაქსიმალურად უზრუნველყოფილი და მხარდაჭერილია. ეს არის ჩვენი კიდევ ერთი ცალსახა გამოხატულება იმ პრიორიტეტის მხარდაჭერისა, რასაც განათლების სექტორის განვითარება ჰქვია.

ამავდროულად, სასკოლო რეფორმის კონცეფციის განხილვის მიზნით, ვაგრძელებთ შეხვედრებს დიდ ქალაქებში, რეგიონებში, მუნიციპალიტეტებში, სადაც მასწავლებლები ცალსახად გამოხატავენ მხარდაჭერას ამ რეფორმის მიმართ. ეს პირდაპირ მიუთითებს, რომ რეფორმა აუცილებელი და დროულია.

მომდევნო წელი ამ მხრივ კიდევ უფრო განსაკუთრებული იქნება, რადგან რეფორმები საწყის ფაზაშია და მათი განხორციელების მომდევნო ეტაპები სწორედ 2026 წელს დაიწყება. როგორც ინფრასტრუქტურულად, ასევე აკადემიური კადრების მოზიდვის, პროგრამების განვითარებისა და ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით, არაერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადაიდგმება“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლებამ დაკარგა მოსახლეობასთან ურთიერთობის ძარღვი, ეს არახალია, ასე ემართება ძალაუფლებაში დიდხანს მყოფ უკლებლივ ყველა ხელისუფალს
რამაზ საყვარელიძე - მთელი საშინაო პოლიტიკა მიდის იმ ფორმულით, რომ როცა ოპოზიციური პარტიები ან ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფები რაიმეს მათთვის წამგებიანს აკეთებენ, ხელისუფლება მათ ხელს არ უშლის
ქართული პრესის მიმოხილვა 29.12.2025
საახალწლო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის!
თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება გალერია თბილისში
ხვიჩა კვარაცხელია „არქის“ მასშტაბური პროექტის, „გრანდ ავენიუს“ ინვესტორი და პარტნიორი გახდა
ნიუ ჰოსპიტალსი International SOS-ის ბენეფიციარებისთვის სამედიცინო მომსახურების პროვაიდერი გახდა მოგზაურთა მედიცინის სფეროში
წარმატებული ქართული ლოგისტიკური კომპანიის განვითარების გზა და სამომავლო გეგმები