რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაზე კიევის ტერორისტული თავდასხმა წინასწარ დაგეგმილი იყო - უკრაინამ შეტევისთვის 91 დრონი გამოიყენა, რომელიც სუმისა და ჩერნიგოვის ოლქებიდან გაუშვა

ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაზე კიევის ტერორისტული თავდასხმა წინასწარ დაგეგმილი იყო, - ამის შესახებ განცხადებას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„ნოვგოროდის ოლქში რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე კიევის ტერორისტული თავდასხმა წინასწარგანზრახული და ფრთხილად დაგეგმილი იყო. ამას თავდასხმის სტრუქტურა, გამოყენებული საჰაერო საშუალებების რაოდენობა და მათი მოქმედება ადასტურებს“, - განაცხადა რუსეთის საზენიტო-სარაკეტო ჯარების ხელმძღვანელმა, გენერალ-მაიორმა ალექსანდრე რომანენკოვმა.

რომანენკოვის ცნობით, უკრაინამ პუტინის „რეზიდენციაზე შეტევისთვის 91 დრონი გამოიყენა, რომელიც სუმისა და ჩერნიგოვის ოლქებიდან გაუშვა“.

„თავდასხმის მოგერიების შედეგად არავინ დაშავებულა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის რეზიდენციას ზიანი არ მიუღია“, - აღნიშნა რომანენკოვმა დღევანდელ ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, ორშაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ უკრაინამ ნოვგოროდის ოლქში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაზე დრონებით თავდასხმა სცადა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლავროვის განცხადებას სიცრუე უწოდა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა