სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო - 2026 წლის 1 იანვრიდან, საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანის რეგულაციაში ცვლილებები შედის

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ინიციატივით, ცვლილებები შედის საქართველოს მთავრობის №4, №400, №442, №426 და №407 დადგენილებებში.

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილებები მიზნად ისახავს მგზავრთა უსაფრთხოების ხელშეწყობას, ავტოსატრანსპორტო შემთხვევების შემცირებას, საგზაო უსაფრთხოების განვითარებასა და საავტომობილო ტრანსპორტის დარგში კონკურენტული გარემოს შექმნას.

„ახალი რეგულაციით იცვლება რეგულარულ სამგზავრო გადაყვანაში მხოლოდ M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების გამოყენების მოთხოვნა. ამასთან, ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელებისას სავალდებულო ხდება სატრანსპორტო საშუალებების აღჭურვა ტაქოგრაფით და სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობით. აღნიშნული მოთხოვნა ვრცელდება M1 (მინივენი), M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომელიც უზრუნველყოფს მძღოლის სამუშაო და დასვენების რეჟიმებისა და გადაადგილების სიჩქარის კონტროლს.

ახალი ვალდებულების ამოქმედებისთვის დადგენილია შემდეგი ვადები:

ტაქოგრაფი: თბილისი – ბათუმი: 2027 წლის 1 ივნისიდან; სხვა ყველა 50 კილომეტრზე მეტი მანძილით დაშორებული დასახლება: 2027 წლის 1 დეკემბრიდან.

სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობა: თბილისი – ბათუმი: 2027 წლის 1 მარტიდან; სხვა ყველა დასახლება: 2027 წლის 1 დეკემბრიდან.

აღნიშნული მიდგომა შექმნის დაბალანსებულ და საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამის საკანონმდებლო ჩარჩოს, რომელიც ერთდროულად უზრუნველყოფს მგზავრთა უსაფრთხოების ხელშეწყობას, ავტოსატრანსპორტო შემთხვევების შემცირებას, საგზაო უსაფრთხოების განვითარებასა და საავტომობილო ტრანსპორტის დარგში კონკურენტული გარემოს შექმნას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლებამ დაკარგა მოსახლეობასთან ურთიერთობის ძარღვი, ეს არახალია, ასე ემართება ძალაუფლებაში დიდხანს მყოფ უკლებლივ ყველა ხელისუფალს
რამაზ საყვარელიძე - მთელი საშინაო პოლიტიკა მიდის იმ ფორმულით, რომ როცა ოპოზიციური პარტიები ან ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფები რაიმეს მათთვის წამგებიანს აკეთებენ, ხელისუფლება მათ ხელს არ უშლის
ქართული პრესის მიმოხილვა 29.12.2025
საახალწლო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის!
თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება გალერია თბილისში
ხვიჩა კვარაცხელია „არქის“ მასშტაბური პროექტის, „გრანდ ავენიუს“ ინვესტორი და პარტნიორი გახდა
ნიუ ჰოსპიტალსი International SOS-ის ბენეფიციარებისთვის სამედიცინო მომსახურების პროვაიდერი გახდა მოგზაურთა მედიცინის სფეროში
წარმატებული ქართული ლოგისტიკური კომპანიის განვითარების გზა და სამომავლო გეგმები