საქართველოს ბიზნეს ასოციაცია - გილოცავთ შობა-ახალ წელს! - გვჯერა, რომ თანამშრომლობითა და საერთო ღირებულებებზე დაფუძნებით შევძლებთ ახალი შესაძლებლობების შექმნას

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, როგორც ერთიანი და ძლიერი ბიზნეს ოჯახი, გულითადად გილოცავთ დამდეგ ახალ წელს. გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობას, კეთილდღეობასა და პროფესიულ წინსვლას,- ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ გავრცელებულ მისალოც წერილშია აღნიშნული.

ბიზნეს ასოციაცია მადლობას უხდის წევრებსა და პარტნიორებს ნდობისა და თანამშრომლობისთვის.

„დამდეგ წელს ოპტიმიზმითა და პოზიტიური მოლოდინებით ვხვდებით. გვჯერა, რომ თანამშრომლობითა და საერთო ღირებულებებზე დაფუძნებით შევძლებთ ახალი შესაძლებლობების შექმნას და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის განმტკიცებას.

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მომავალშიც გააგრძელებს აქტიურ მუშაობას წევრი კომპანიების ინტერესების დაცვისა და უკეთესი ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს ჩამოყალიბებისთვის. ჩვენი საერთო მიზანია მდგრადი განვითარება, ინოვაცია და ღირებულების შექმნა საზოგადოებისათვის.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ჩვენს წევრებსა და პარტნიორებს ნდობისა და თანამშრომლობისთვის. სწორედ ერთობლივი ძალისხმევით ვქმნით ძლიერ ერთობას და უკეთეს მომავალს.

შობა-ახალი წელი სავსე ყოფილიყოს სიხარულით, კეთილდღეობითა და ახალი შესაძლებლობებით, როგორც პირად, ისე პროფესიულ ცხოვრებაში. გილოცავთ შობა-ახალ წელს!“, - ნათქვამია მისალოც წერილში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს