გერმანული მედიის ინფორმაციით, ევროპის ქვეყნები მზად არიან, უკრაინაში 15 ათასამდე სამხედრო გაგზავნონ

ევროპის ქვეყნები მზად არიან, უკრაინაში 15 ათასამდე სამხედრო გაგზავნონ. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Die Welt ევროკავშირის დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„გეგმები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები გამოიყურებოდეს, უკვე მზად არის. ისინი შემუშავებული იყო ძირითადად ბრიტანეთისა და საფრანგეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო ექსპერტებით, ბრიუსელთან თანამშრომლობით,” - განაცხადეს წყაროებმა.

აღინიშნება, რომ საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი, საჭიროების შემთხვევაში, მზად არიან ცეცხლის შეწყვეტის დაცვას დააკვირდნენ სახმელეთო ძალების მეშვეობით, რომელთა რაოდენობასაც 10-დან 15 ათასამდე აფასებენ საბრძოლო ქმედებების შეწყვეტის პირველ ექვს თვეში.

ასევე, წყაროების ცნობით, “საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი მზად არიან ცეცხლის შეწყვეტას დააკვირდნენ გაეროსა და ევროკავშირის მანდატის გარეშეც”, ორივე ქვეყნისთვის უკრაინის მოწვევა საკმარისია.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა