ვოლოდიმირ ზელენსკი - სურს უკრაინას მშვიდობა? დიახ, ნებისმიერ ფასად? არა, ჩვენ ომის დასრულება გვინდა, მაგრამ არა უკრაინის დასასრული - დაღლილები ვართ? ძალიან, დანებებისთვის მზად ვართ? მათ, ვინც ასე ფიქრობენ, კიდევ ვერ გაიგეს, ვინ არიან უკრაინელები

უკრაინა მშვიდობისთვის ყველაფერს აკეთებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საახალწლო მიმართვისას განაცხადა. „სამშვიდობო შეთანხმება 90%-ით მზადაა. 10% რჩება. ეს გაცილებით მეტია, ვიდრე რიცხვი. ეს 10% ყველაფერს ნიშნავს. ეს არის ის 10%, რომელიც განსაზღვრავს მშვიდობის ბედს, უკრაინისა და ევროპის ბედს და იმას, თუ როგორ იცხოვრებს ხალხი. 10% მილიონობით ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად. 10% მშვიდობისთვის“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისი თქმით, მსოფლიოს შეუძლია, რომ რუსეთს ომის დასრულება აიძულოს.

„რა სურს უკრაინას? მშვიდობა? დიახ. ნებისმიერ ფასად? არა. ჩვენ ომის დასრულება გვსურს, მაგრამ არა უკრაინის დასასრული. დაღლილები ვართ? ძალიან. ეს იმას ნიშნავს, რომ დანებებისთვის მზად ვართ? ისინი, ვინც ასე ფიქრობენ, ძალიან ცდებიან და ნათელია, რომ ამდენი წლის განმავლობაში ჯერ კიდევ ვერ გაიგეს, თუ ვინ არიან უკრაინელები. გვსურს თუ არა ომის დასრულება? აბსოლუტურად. რატომ არ მოხდა ეს? პასუხი ჩვენს მეზობლად არის. შეუძლია თუ არა რუსეთს ომის დასრულება? დიახ. სურს თუ არა მას ეს? არა. შეუძლია თუ არა მსოფლიოს, რომ მას ეს აიძულოს? დიახ და ეს ერთადერთი გზაა, რომელიც იმუშავებს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი ომებს თავისი ნებით არ ასრულებს.

„ისტორიაში არასდროს ყოფილა ომი, რომელიც მათ საკუთარი ნებით დაესრულებინათ. მხოლოდ სხვების ზეწოლით, მხოლოდ სხვების იძულებით, რასაც თავად ისინი კეთილი ნების ჟესტს უწოდებენ. ასე იყო ყოველთვის, როდესაც რუსეთი ვინმეს ებრძოდა, ანუ მთელი თავისი არსებობის განმავლობაში. ეს შეუძლია დაადასტუროს ყველამ, ვის წინააღმდეგაც მოსკოვს ოდესმე ომი გამოუცხადებია. პოლონეთი, თურქეთი, ფინეთი, სირია, საქართველო, აფხაზეთი, ოსეთი, ჩეჩნეთი - და ეს სია უსასრულოდ გრძელდება, რადგან რუსეთმა თითქმის მთელი მისი ტერიტორია ომების შედეგად მოიპოვა. აი, ვისთან გვაქვს საქმე. ჩვენ - უკრაინას, ევროპას, აშშ-სა და მთელ მსოფლიოს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლებამ დაკარგა მოსახლეობასთან ურთიერთობის ძარღვი, ეს არახალია, ასე ემართება ძალაუფლებაში დიდხანს მყოფ უკლებლივ ყველა ხელისუფალს
რამაზ საყვარელიძე - მთელი საშინაო პოლიტიკა მიდის იმ ფორმულით, რომ როცა ოპოზიციური პარტიები ან ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფები რაიმეს მათთვის წამგებიანს აკეთებენ, ხელისუფლება მათ ხელს არ უშლის
ქართული პრესის მიმოხილვა 29.12.2025
საახალწლო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის!
თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება გალერია თბილისში
ხვიჩა კვარაცხელია „არქის“ მასშტაბური პროექტის, „გრანდ ავენიუს“ ინვესტორი და პარტნიორი გახდა
ნიუ ჰოსპიტალსი International SOS-ის ბენეფიციარებისთვის სამედიცინო მომსახურების პროვაიდერი გახდა მოგზაურთა მედიცინის სფეროში
წარმატებული ქართული ლოგისტიკური კომპანიის განვითარების გზა და სამომავლო გეგმები