გზების დეპარტამენტი - მოქალაქეები, რომლებიც მესტიაში, ზვავის ჩამოწოლის გამო გვირაბში ჩარჩნენ, უსაფრთხოდ არიან გამოყვანილნი - მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის საავტომობილო გზის კმ30–კმ100 (ჯვარი–ლახამულა) და კმ185–კმ190 (უშგული–ლასდილი) მონაკვეთებზე, სადაც წუხელ გვიან საღამოს ზვავი ჩამოწვა, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს.

როგორც გზების დეპარტამენტში აცხადებენ, მოქალაქეები, რომლებიც ზვავის გამო გვირაბში იყვნენ ჩარჩენილნი, ამ დროისთვის უსაფრთხოდ არიან გამოყვანილნი. ადგილზე მიმდინარეობს გზის თოვლისგან გაწმენდითი სამუშაოები.

დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის ერთი ზოლი თოვლისგან უკვე გაწმენდილია.

“თოვლის და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-7) ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ100 (ჯვარი-ლახამულა) და კმ185-კმ190 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთებზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ასევე, საავტომობილო გზის კმ101-კმ184 (ლახამულა-უშგული) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის კმ1-კმ29 (ზუგდიდი-ჯვარი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია”,- ნათქვამია გების დეპარტამენტის ინფორმაციაში.

ამასთან, მათივე ინფორმაციით, ზვავსაშიშროების რეჟიმი ამ დრომდე ნარჩუნდება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს