ავღანეთში წყალდიდობას 17 ადამიანი ემსხვერპლა

ძლიერმა წვიმებმა ავღანეთის რამდენიმე რაიონში წყალდიდობა გამოიწვია, რის შედეგადაც სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა, - ინფორმაციას The Associated Press-ი ავღანეთის კატასტროფების მართვის ეროვნულ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ორი ბავშვია.

ავღანეთის კატასტროფების მართვის ეროვნული სამსახურის წარმომადგენლის, მოჰამედ იუსაფ ჰამადის განცხადებით, უამინდობამ შეაფერხა ყოველდღიური ცხოვრება ქვეყნის ცენტრალურ, ჩრდილოეთ, სამხრეთ და დასავლეთ რეგიონებში.

ჰამადის თქმით, წყალდიდობამ ასევე დააზიანა ინფრასტრუქტურა, დახოცა პირუტყვი და დააზარალა 1 800 ოჯახი.

კატასტროფების მართვის ეროვნული სამსახურის ჯგუფები ყველაზე მეტად დაზარალებულ რაიონებში იმყოფებიან და დამატებითი საჭიროებების დასადგენად კვლევები მიმდინარეობს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს