Reuters - ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს არეულობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა

ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს მომხდარი არეულობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემა საინფორმაციო სააგენტო „ფარსზე“ დაყრდნობით იუწყება, რომ ირანის დასავლეთ პროვინცია ლორესტანში პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმის დროს სამი მომიტინგე დაიღუპა და 17 დაშავდა.

მანამდე, ხელისუფლებამ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ქალაქ კუხდაშტში ერთი ადამიანი დაიღუპა. ამასთან, უფლებადაცველი ჯგუფის ინფორმაციით, არეულობას კიდევ ერთი ადამიანი ისპაჰანის პროვინციაში ემსხვერპლა.

შეგახსენებთ, ირანში ინფლაციისა და ვალუტის დევალვაციის გამო საპროტესტო აქციები და გაფიცვები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს.

პროტესტი კვირას დაიწყო მას შემდეგ, რაც თეირანის დიდ ბაზარზე მაღაზიების მეპატრონეები გაიფიცნენ, როდესაც ირანული რიალი აშშ დოლართან მიმართებაში რეკორდულად დაბალ ნიშნულზე დაეცა. მოგვიანებით, დემონსტრაციები სხვა ქალაქებშიც გაგრძელდა. ქვეყნის უსაფრთხოების ძალებმა დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. სახელმწიფო მედიის ცნობით, საპროტესტო აქციებზე სტუდენტები დააკავეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს