დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - პატიმრებთან დაკავშირებით 3-ჯერ გვაქვს დაყენებული საკითხი, რომ ვისაც დანაშაული მსუბუქად შეიძლება ჩაეთვალოს, იქნებ გათავისუფლდეს, მათ შორის მზია ამაღლობელზე - არ მიეცა საკითხს მსვლელობა

პატიმრებთან დაკავშირებით 3-ჯერ გვაქვს დაყენებული საკითხი, რომ ვისაც დანაშაული მსუბუქად შეიძლება ჩაეთვალოს, იქნებ გათავისუფლდეს, მათ შორის მზია ამაღლობელთან დაკავშირებით - არ მიეცა საკითხს მსვლელობა , - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

კერძოდ, 31 დეკემბერს, ტელეკომპანია „ერთსულოვნებას“ ეთერში წამყვანმა დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს მიმართა: "აუცილებლად უნდა გკითხოთ და შევახსენოთ, ვუთხრათ ჩვენს მაყურებელს ქაშვეთის ტაძარზე, თვეების განმავლობაში რამდენად დიდი როლი შეასრულა სხვადასხვა მოძღვარმა, რომელიც მორიგეობდა ტაძარში", რაზეც ანდრია ჯაღმაიძემ უპასუხა:

„ჩვენ გვსაყვედურობენ, თითქოს საპატრიარქო ჩამორჩა პროტესტის მხარეს მდგარ ხალხს. რამდენიმე სასულიერო პირმა ბევრი იმუშავა იმისთვის, რომ წარმოეჩინათ საპატრიარქო თითქოს დაპირისპირებულია მათთან.

მე გეტყვით, პირველ რიგში გეტყვით, რომ პატიმრებთან დაკავშირებით სამჯერ გვაქვს დაყენებული საკითხი, რომ მსუბუქად დანაშაული ვისაც შეიძლება ჩაეთვალოს, იქნებ გათავისუფლდეს, მათ შორის მზია ამაღლობელთან დაკავშირებით ორჯერ მე თავად მქონდა საუბარი ხელისუფლებასთან, ერთხელ უშუალოდ მეუფე შიომ პრემიერთან დააყენა ეს საკითხი. არ მიეცა ამ საკითხს მსვლელობა.

ჩვენ ახლა ამას არ ვაფიშირებთ და არ გვინდა, რომ ჩვენი ნებისმიერი აქტივობა რაღაცა პოლიტიკურ პოლუსზე აღმოჩნდეს ვიღაცის მიერ.

რაც შეეხება იმ ღამეებს, როდესაც ეს ხდებოდა, ყოველ ღამე, ჩვენი სამსახურის მამები მორიგეობით იყვნენ ქაშვეთში და ამ ადამიანებს უქმნიდნენ ერთგვარ ზღუდეს, რომ მათ უკან ეკლესიაში დამდგარიყო ის ხალი, ვინც დაზარალებული იყო ცრემლსადენი გაზით და წყლით. ბევრი კადრია ამის შესახებ, მამები თავად აწვეთებენ თვალში, აწვდიან წყალს, ტაძარში იფარებენ. ეზოში პირდაპირ ჯაჭვად იდგნენ მამები და რა თქმა უნდა, ამას ითვალისწინებდა სპეცრაზმიც, იქ არ შედიოდნენ და მამების უკან, ვინც პროტესტის მონაწილე შედიოდა, ყველა დაცული იყო“, - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ „ერთსულოვნების“ ეთერში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლებამ დაკარგა მოსახლეობასთან ურთიერთობის ძარღვი, ეს არახალია, ასე ემართება ძალაუფლებაში დიდხანს მყოფ უკლებლივ ყველა ხელისუფალს
რამაზ საყვარელიძე - მთელი საშინაო პოლიტიკა მიდის იმ ფორმულით, რომ როცა ოპოზიციური პარტიები ან ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფები რაიმეს მათთვის წამგებიანს აკეთებენ, ხელისუფლება მათ ხელს არ უშლის
ქართული პრესის მიმოხილვა 29.12.2025
საახალწლო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის!
თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება გალერია თბილისში
ხვიჩა კვარაცხელია „არქის“ მასშტაბური პროექტის, „გრანდ ავენიუს“ ინვესტორი და პარტნიორი გახდა
ნიუ ჰოსპიტალსი International SOS-ის ბენეფიციარებისთვის სამედიცინო მომსახურების პროვაიდერი გახდა მოგზაურთა მედიცინის სფეროში
წარმატებული ქართული ლოგისტიკური კომპანიის განვითარების გზა და სამომავლო გეგმები