უკრაინის დაზვერვა - კრემლი მასშტაბურ პროვოკაციას ამზადებს, რომელიც მნიშვნელოვან მსხვერპლს გამოიწვევს - მიზანი სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლაა

უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებით, კრემლი შობის წინა დღეს ან შობის დღესასწაულზე მასშტაბური პროვოკაციისთვის ემზადება, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვება.

„უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახური გაფრთხილებთ, რომ კრემლი სპეცოპერაციის გაგრძელებას გეგმავს, რომლის მიზანიც აშშ-ს შუამავლობით მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლაა. ეს ოპერაცია კომპლექსური ხასიათისაა. პუტინის რეზიდენციაზე ე.წ. „თავდასხმის“ შემდეგ, ვაფიქსირებთ კრემლის მიერ ახალი გაყალბებული ინფორმაციის გავრცელებას, რათა რუსული და უცხოური აუდიტორია შემდგომი ესკალაციისთვის მოემზადოს“, - ნათქვამია განცხადებაში.

უწყების მტკიცებით, მაღალი ალბათობით პროგნოზირებენ „რუსეთის სპეცსამსახურების მიერ მანიპულაციური გავლენიდან შეიარაღებულ პროვოკაციაზე გადასვლას, რაც მნიშვნელოვან ადამიანურ მსხვერპლს გამოიწვევს.

„მოსალოდნელი დროა იულიუსის კალენდრის მიხედვით შობის წინა დღე ან მისი აღნიშვნის პერიოდი. პროვოკაციის ადგილი შეიძლება იყოს რელიგიური შენობა ან სხვა ადგილი, რომელსაც აქვს მაღალი სიმბოლური მნიშვნელობა როგორც რუსეთში, ასევე უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, - აცხადებენ უწყებაში.

უკრაინის დაზვერვის სამსახურის განცხადებით, უკრაინის მონაწილეობის მტკიცებულებების გაყალბების მიზნით, რუსები გეგმავენ გამოიყენონ დასავლური წარმოების თავდასხმის უპილოტო საფრენი აპარატების ნარჩენები, რომელსაც პროვოკაციის ადგილზე მიიტანენ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლებამ დაკარგა მოსახლეობასთან ურთიერთობის ძარღვი, ეს არახალია, ასე ემართება ძალაუფლებაში დიდხანს მყოფ უკლებლივ ყველა ხელისუფალს
რამაზ საყვარელიძე - მთელი საშინაო პოლიტიკა მიდის იმ ფორმულით, რომ როცა ოპოზიციური პარტიები ან ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფები რაიმეს მათთვის წამგებიანს აკეთებენ, ხელისუფლება მათ ხელს არ უშლის
ქართული პრესის მიმოხილვა 29.12.2025
საახალწლო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის!
თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება გალერია თბილისში
ხვიჩა კვარაცხელია „არქის“ მასშტაბური პროექტის, „გრანდ ავენიუს“ ინვესტორი და პარტნიორი გახდა
ნიუ ჰოსპიტალსი International SOS-ის ბენეფიციარებისთვის სამედიცინო მომსახურების პროვაიდერი გახდა მოგზაურთა მედიცინის სფეროში
წარმატებული ქართული ლოგისტიკური კომპანიის განვითარების გზა და სამომავლო გეგმები