ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად კირილ ბუდანოვი დანიშნა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი კირილ ბუდანოვი დანიშნა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ზელენსკის „ფეისბუქ“ პოსტზე დაყრდნობით ავრცელებს.

„შევხვდი კირილ ბუდანოვს და შევთავაზე მას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა. ამ დროს უკრაინას უფრო მეტი ყურადღება სჭირდება უსაფრთხოების საკითხებზე, უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების განვითარებაზე, ასევე მოლაპარაკებების დიპლომატიურ გზაზე და პრეზიდენტის ადმინისტრაცია, პირველ რიგში, ჩვენი სახელმწიფოს ამ ამოცანების შესრულებას მოემსახურება“, - წერს ზელენსკი.

მისი განცხადებით, ბუდანოვს აქვს საჭირო გამოცდილება ამ სფეროებში და საკმარისი ძალა შედეგების მისაღწევად.

„ასევე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ახალ ხელმძღვანელს დავავალე, უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანთან და სხვა შესაბამის ლიდერებთან და ინსტიტუტებთან თანამშრომლობით, განაახლოს და დასამტკიცებლად წარადგინოს ჩვენი სახელმწიფოს თავდაცვისა და განვითარების სტრატეგიული საფუძვლები, ასევე შემდგომი ნაბიჯები“, - წერს ზელენსკი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს