შიიტი მუსლიმები იმამ ალის დაბადების დღეს აღნიშნავენ

დღეს შიიტი მუსლიმები პირველი იმამის, ალის (ალი იბნ აბუ ტალიბი, მეოთხე მართლმორწმუნე ხალიფა, 601-661 წ.წ.) დაბადების დღეს აღნიშნავენ.

ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ავტორიტეტული მუსლიმური წყაროების თანახმად, ალი იყო პირველი მამაკაცი, რომელმაც მიიღო ისლამი.

„იმამ ალი მუსლიმურ სამყაროში დიდი მნიშვნელობის მქონე ისტორიული ფიგურაა, როგორც სულიერად, ისე პოლიტიკურად.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ამ დღეს საქართველოს შიიტ მუსლიმებს, მშვიდობას და კეთილდღეობას უსურვებს მათ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!