რუსტემ უმეროვის განცხადებით, კიევში ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ევროპელი ლიდერების მრჩევლები ჩავიდნენ

კიევში ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ევროპელი ლიდერების მრჩევლები ჩავიდნენ, - ინფორმაციას უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, რუსტემ უმეროვი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„შეხვედრებში მონაწილეობას გერმანიის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთის, ლატვიის, ესტონეთის, ლიეტუვის, პოლონეთის, ფინეთის, კანადის, ნიდერლანდების, შვედეთის, ნორვეგიისა და დანიის, ასევე ნატო-ს, ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის წარმომადგენლები მიიღებენ“, - წერს უმეროვი X-ზე.

უმეროვის ცნობით, პარტნიორებთან შეხვედრებზე შემდგომი ნაბიჯების კოორდინაცია მოხდება.

ცნობისთვის, 6 იანვარს პარიზში „მსურველთა კოალიციის“ ლიდერების შეხვედრა გაიმართება.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!