Reuters - ირანი გაერო-ს საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის განცხადების დაგმობისკენ მოუწოდებს

ირანი გაერო-ს საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის განცხადების დაგმობისკენ მოუწოდებს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გაერო-ში ირანის ელჩმა, ამირ-საიდ ირავანიმ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შემდეგ გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშსა და უშიშროების საბჭოს წერილი გაუგზავნა.

„ირანი თავის უფლებებს გადამწყვეტად და პროპორციულად გამოიყენებს. ამერიკის შეერთებული შტატები ამ უკანონო მუქარებისა და ამის შედეგად წარმოქმნილი ნებისმიერი ესკალაციის შედეგებზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს“, - ნათქვამია წერილში.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონად ტრამპის განცხადებით, თუ ირანის ხელისუფლება მშვიდობიან მომიტინგეებს ესვრის და დახოცავს, შეერთებული შტატები მათ დაეხმარება.

„თუ ირანი მშვიდობიან მომიტინგეებს ესვრის და ძალადობრივად დახოცავს, რაც მათი ჩვეულებაა, ამერიკის შეერთებული შტატები მათ საშველად მივა. მზად ვართ წასასვლელად“, - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.

შეგახსენებთ, ირანში ინფლაციისა და ვალუტის დევალვაციის გამო საპროტესტო აქციები და გაფიცვები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. ირანის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, საპროტესტო აქციების დროს მომხდარი არეულობის შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს