დონალდ ტრამპი - ვენესუელას ვუხელმძღვანელებთ იქამდე, ვიდრე ისეთი მომენტი არ დადგება, როდესაც ხელისუფლების უსაფრთხოდ, სწორად და სამართლიანად გადაცემას უზრუნველვყოფთ

ვენესუელას ვუხელმძღვანელებთ იქამდე, ვიდრე ისეთი მომენტი არ დადგება, როდესაც ხელისუფლების უსაფრთხოდ, სწორად და სამართლიანად გადაცემას უზრუნველვყოფთ. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

,,ქვეყნის [ვენესუელას] ვუხელმძღვანელებთ იქამდე, ვიდრე ისეთი მომენტი არ დადგება, როდესაც ხელისუფლების უსაფრთხოდ, სწორად და სამართლიანად გადაცემას უზრუნველვყოფთ. არ გვინდა ისეთ ვითარებაში აღმოვჩნდეთ, როდესაც ვიღაც სხვა მოვა [ვენესუელას] ხელისუფლებაში და იგივე ვითარება გვქონდეს, რაც აქამდე მრავალი წლის განმავლობაში გვქონდა…

მშვიდობა, თავისუფლება და სამართლიანობა გვსურს ვენესუელას შესანიშნავი ხალხისთვის”, - განაცხადა ტრამპა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ვენესუელაზე ერთი შეტევა საკმარისი აღმოჩნდა.

,,რეალურად ვვარაუდობდით, რომ მეორე ტალღა გახდებოდა საჭირო, მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, საჭირო არ იქნება. პირველი შეტევა ისეთი წარმატებული იყო, რომ ჩვენ, ალბათ, არ მოგვიწევს მეორეს განხორციელება”, - განაცხადა ტრამპმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს