ემანუელ მაკრონი - ვენესუელაში გარდამავალი პერიოდი უნდა იყოს მშვიდობიანი, დემოკრატიული და პატივს უნდა სცემდეს ვენესუელელი ხალხის ნებას

ვენესუელაში გარდამავალი პერიოდი უნდა იყოს მშვიდობიანი, დემოკრატიული და პატივს უნდა სცემდეს ვენესუელელი ხალხის ნებას. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში წერს.

,,ვენესუელელ ხალხს დღეს ნიკოლას მადუროს დიქტატურა მოაშორეს და მათ მხოლოდ გახარება შეუძლიათ.

ძალაუფლების მიტაცებითა და ფუნდამენტური უფლებების გათელვით ნიკოლას მადურომ სასტიკად შელახა თავისი ხალხის ღირსება.

მომავალი გარდამავალი პერიოდი უნდა იყოს მშვიდობიანი, დემოკრატიული და პატივს უნდა სცემდეს ვენესუელელი ხალხის ნებას. ჩვენი სურვილია, რომ პრეზიდენტმა ედმუნდო გონსალეს ურუტიამ, რომელიც 2024 წელს აირჩიეს, სწრაფად მოახდინოს ეს ტრანზიცია.

ახლა საუბრებში ვარ რეგიონში ჩვენს პარტნიორებთან.

საფრანგეთი სრულად მობილიზებული და ფხიზელია, მათ შორის თავისი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ასეთ გაურკვევლობის სავსე დროს”, - წერს მაკრონი.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს