ნიკოლას მადურო ბრუკლინში, წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს

ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო ნიუ-იორკში, ბრუკლინის მეტროპოლიტენის დაკავების ცენტრში გადაიყვანეს, - ინფორმაციას CNN-ი სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

CNN-ის ცნობით, მადურო წინასწარი დაკავების იზოლატორში სამართალდამცავი ორგანოების ავტომობილების კოლონით მიიყვანეს.

დაწესებულების გარეთ ხალხის უზარმაზარი ბრბო შეიკრიბა, ბევრი მათგანი ვენესუელის დროშებს აფრიალებდა.

მადუროს მომავალ კვირას მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში ნარკოტიკებთან და იარაღთან დაკავშირებულ ბრალდებებს წაუყენებენ.

მანამდე, მადუროს მანჰეტენზე, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის (DEA) ოფისში თითის ანაბეჭდები აუღეს.

მედიის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ხელბორკილებიანი მადურო, DEA-ს აგენტებთან ერთად გადაადგილდება და ინგლისურად საუბრობს. ის ოთახში მყოფებს მიმართავს: „ღამე მშვიდობისა“, „გილოცავთ ახალ წელს“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს