ვენესუელის სასამართლომ ვიცე-პრეზიდენტს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება დაავალა

ვენესუელის უზენაესმა სასამართლომ ვიცე-პრეზიდენტ დელსი როდრიგესს დაავალა, რომ პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება დაიწყოს, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

სასამართლოს მიერ გამოცემული ბრძანების თანახმად, მადუროს „დროებით არ შეუძლია ფუნქციების განხორციელება“.

როდრიგესი „პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის რანგში აიღებს და განახორციელებს ვენესუელას ბოლივარიული რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობისთვის დამახასიათებელ ყველა უფლებამოსილებას, მოვალეობასა და კომპეტენციას, რათა უზრუნველყოფილი იყოს ადმინისტრაციული უწყვეტობა და ერის ყოვლისმომცველი დაცვა“, - ნათქვამია ბრძანებაში, რომელიც მოსამართლემ სასამართლოს სხდომაზე წაიკითხა.

ვენესუელის კონსტიტუცია ითვალისწინებს, რომ პრეზიდენტის დროებითი ან აბსოლუტური არყოფნის შემთხვევაში, მისი მოვალეობა ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე მყოფმა პირმა უნდა შეასრულოს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს