ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ იარაღის საწყობი დაბომბეს

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის საჰაერო ძალებმა ერთობლივი ოპერაცია ჩაატარეს, რომლის მიზანიც სირიაში ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მიწისქვეშა იარაღის საცავის დაბომბვა იყო.

ბრიტანეთი განმარტავს, რომ დასავლური ავიაცია პატრულირებას ახორციელებს, რათა შეაჩეროს ისლამისტური დაჯგუფების აღორძინება, რომელიც სირიის ნაწილს 2019 წლამდე მართავდა. დაზვერვის ანალიზმა პალმირას ჩრდილოეთით მდებარე მთებში მიწისქვეშა ობიექტი გამოავლინა, რომელიც, სავარაუდოდ, იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების შესანახად გამოიყენებოდა.

„ჩვენმა თვითმფრინავებმა Paveway IV ტიპის მართვადი ბომბები გამოიყენეს ობიექტამდე მისასვლელი რამდენიმე გვირაბის დასაბომბად; დეტალური შეფასება მიმდინარეობს, პირველადი ნიშნები მიუთითებს, რომ სამიზნე წარმატებით განადგურდა“, - ნათქვამია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ცნობით, მათი ყველა თვითმფრინავი უსაფრთხოდ დაბრუნდა.

„ეს ქმედება აჩვენებს ჩვენს ლიდერობას და მტკიცე გადაწყვეტილებას, მხარდამხარ დავდგეთ ჩვენს მოკავშირეებთან, რათა აღვკვეთოთ „დაეშის“ [„ისლამური სახელმწიფოს“] და მათი საშიში და ძალადობრივი იდეოლოგიების ნებისმიერი აღორძინება ახლო აღმოსავლეთში“, - განაცხადა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს