ვოლოდიმირ ზელენსკი - ყველაფერი, რაც შეთანხმებულია პარტნიორებთან, რაც შეიძლება უნდა დაჩქარდეს

მხოლოდ ამ კვირაში რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 1070-ზე მეტი მართვადი საჰაერო ბომბი, თითქმის 1000 თავდასხმის დრონი და ექვსი რაკეტა გაუშვა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი განცხადებით, უკრაინისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს პარტნიორების მხარდაჭერა, მათ შორის სტაბილური თავდაცვითი დახმარება და ჩვენი საჰაერო თავდაცვის გაძლიერება.

„თითქმის ყოველდღე, უკრაინაში სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება რუსეთის თავდასხმებისა და ჩვენი ხალხის წინააღმდეგ სხვადასხვა ტიპის იარაღის გამოყენებით განხორციელებული დარტყმების გამო. მხოლოდ ამ კვირაში რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 1070-ზე მეტი მართვადი საჰაერო ბომბი, თითქმის 1000 თავდასხმის დრონი და ექვსი რაკეტა გაუშვა. ყველაფერი, რაც შეთანხმებულია ჩვენს პარტნიორებთან რაც შეიძლება უნდა დაჩქარდეს. საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის განკუთვნილ ყველა რაკეტას, რომელიც ამჟამად პარტნიორების მიერ ინახება, ნამდვილად შეუძლია ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა“, - წერს ზელენსკი.

მისი თქმით, უკრაინის დახმარების სტაბილურობა და პროგნოზირებადობა არის ის, რაც ნამდვილად უბიძგებს მოსკოვს დიპლომატიისკენ.

„ველით თავდაცვის დახმარების გაგრძელებას და მხარდაჭერას უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მომზადებული დოკუმენტებისთვის შეერთებული შტატების, ევროპის და პარტნიორების მხრიდან „მსურველთა კოალიციისგან“. მადლობელი ვარ მსოფლიოს ყველა იმ ადამიანის, ვინც ხელს უწყობს დიპლომატიას და სამართლიანი მშვიდობისკენ მიმართულ ყველა ძალისხმევას“, - წერს ზელენსკი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს