ვოლოდიმირ ზელენსკიმ სანქციები დაუწესა 95 ფიზიკურ და 70 იურიდიულ პირს, რომელთა უმეტესობა რუსეთის მოქალაქე და რეზიდენტია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც ძალაში შევიდა ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება 95 ფიზიკური და 70 იურიდიული პირის მიმართ სანქციების დაწესების შესახებ, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დასანქცირებული პირების უმეტესობა რუსეთის მოქალაქე და რეზიდენტია.

სანქციები დაეკისრათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც დაკავშირებული არიან რუსეთის სახელმწიფო თავდაცვის კონტრაქტების მომსახურებასთან და მის თავდაცვით-სამრეწველო კომპლექსის საქმიანობასთან.

კერძოდ, საუბარია საწარმოებსა და მათ ხელმძღვანელებზე, რომლებიც აწარმოებენ და აწვდიან პროდუქტებს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისა და ძალოვანი სტრუქტურებისთვის კომუნიკაციების, ელექტრონული ომისა და მიკროელექტრონიკის სფეროებში.

გარდა ამისა, შეზღუდვები დაწესდა ქიმიური, სამთო და მეტალურგიული მრეწველობის სამრეწველო საწარმოების, ასევე რუსეთის საწვავ-ენერგეტიკული კომპლექსის წინააღმდეგ.

„დაწესებული შეზღუდვები მიზნად ისახავს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მომსახურების გართულებას და მისი შესაძლებლობების შეზღუდვას, აწარმოოს იარაღი და სამხედრო ტექნიკა, რომელიც გამოიყენება უკრაინის წინააღმდეგ ომში“, - ნათქვამია განკარგულებაში.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, უკრაინა გააგრძელებს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობას სანქციებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების შესაბამის იურისდიქციებში სინქრონიზაციის მიზნით. დაწესებული შეზღუდვების ნაწილი შესაძლოა გაითვალისწინონ ევროკავშირის მე-20 სანქციების პაკეტის შემუშავებისას, რომელიც ამჟამად მზადდება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს