დონალდ ტრამპი - თუ ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტი სწორად არ მოიქცევა, ის ძალიან დიდ ფასს გადაიხდის, შესაძლოა, უფრო დიდს, ვიდრე მადურო

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტი და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დელსი როდრიგესი გააფრთხილა, რომ თუ ის სწორად არ მოიქცევა, დიდ ფასს გადაიხდის.

„თუ ის სწორად არ მოიქცევა, ის ძალიან დიდ ფასს გადაიხდის, შესაძლოა, უფრო დიდს, ვიდრე მადურო“, - განუცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა The Atlantic-ს სატელეფონო ინტერვიუში.

ვენესუელის უზენაესმა სასამართლომ ვიცე-პრეზიდენტ დელსი როდრიგესს დაავალა, რომ პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება დაიწყოს.

გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ ვენესუელას უხელმძღვანელებს იქამდე, ვიდრე ისეთი მომენტი არ დადგება, როდესაც ხელისუფლების უსაფრთხოდ, სწორად და სამართლიანად გადაცემას უზრუნველყოფენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს