ვოლოდიმირ ზელენსკი - ვემზადებით დიპლომატიური კვირისთვის - ევროპაში შეხვედრები გაიმართება

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მიმდინარე კვირაში ევროპაში გაიმართება შეხვედრები, რომლებმაც ომის დასრულებას უნდა შეუწყოს ხელი.

„უკვე ვემზადებით შემდეგი დიპლომატიური კვირისთვის - ევროპაში შეხვედრები გაიმართება, რაც უკრაინის თავდაცვისა და ომის დასრულებასთან დაახლოებაში კიდევ ერთი წვლილი უნდა იყოს. უკრაინა მზად იქნება მოვლენების შემდგომი განვითარების ორივე ვარიანტისთვის: დიპლომატიისთვის, რომელსაც ჩვენ ვუზრუნველყოფთ, ან აქტიური თავდაცვის გასაგრძელებლად, თუ ჩვენი პარტნიორების ზეწოლა რუსეთზე არასაკმარისი აღმოჩნდება. უკრაინა მშვიდობისკენ ისწრაფვის. თუმცა, უკრაინა თავის ძალას არავის დაუთმობს“, - აღნიშნა ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში.

მისივე თქმით, ესაუბრა პრემიერ-მინისტრ იულია სვირიდენკოს და 5 იანვარს მინისტრთა კაბინეტის სხდომა გაიმართება.

„ხვალისთვის მინისტრთა კაბინეტის სხდომა მზადდება. მნიშვნელოვანია, რომ ცვლილებები გაგრძელდეს. დღეს ჩვენ დეტალურად ვიმუშავეთ უსაფრთხოებაზე. უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური შეიცვლება. ჩვენ ასევე განვიხილეთ ცვლილებების შესაბამისი მიმართულებები შინაგან საქმეთა მინისტრ კლიმენკოსთან“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს