დონალდ ტრამპი - აშშ ვენესუელას მართავს - ვენესუელა ამჟამად მკვდარი ქვეყანაა, ჩვენ ის უნდა აღვადგინოთ

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები ვენესუელას მართავს.

„ნუ მკითხავთ, ვინ მართავს, რადგან გიპასუხებთ და ეს ძალიან საკამათო იქნება“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს Air Force One-ის ბორტზე.

კითხვაზე, რას გულისხმობდა, ტრამპმა უპასუხა: „ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვმართავთ. ჩვენ ვმართავთ“.

მან ხაზი გაუსვა, რომ ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან, ვიცე-პრეზიდენტ დელსი როდრიგესთან პირადად ჯერ არ უსაუბრია, თუმცა სხვებმა უკვე ისაუბრეს და რომ მასთან „საჭირო დროს“ ისაუბრებს.

„ვენესუელა ამჟამად მკვდარი ქვეყანაა. ჩვენ ის უნდა აღვადგინოთ და ნავთობკომპანიების მხრიდან დიდი ინვესტიციები დაგვჭირდება ინფრასტრუქტურის აღსადგენად“, - აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, მოკლევადიან პერსპექტივაში სჭირდება, რომ დელსი როდრიგესმა შეერთებულ შტატებს „სრული წვდომა“ მისცეს.

„ჩვენ სრული წვდომა გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება წვდომა ნავთობზე და მათ ქვეყანაში არსებულ სხვა რაღაცეებზე, რაც საშუალებას მოგვცემს, მათი ქვეყანა აღვადგინოთ“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!