ვენესუელას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი - პრეზიდენტ დონალდ ტრამპ: ჩვენი ხალხი იმსახურებს მშვიდობას და არა ომს - ეს იყო ნიკოლას მადუროს გზავნილი და ეს არის მთელი ვენესუელას გზავნილი ახლა, ჩვენ გვაქვს სუვერენიტეტისა და მომავლის უფლება

ვენესუელას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დელსი როდრიგესი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, თანამშრომლობის დღის წესრიგი მიზნად ისახავს „საერთაშორისო სამართლის ფარგლებში, საზოგადოების მდგრადი თანაარსებობის გასაძლიერებლად ერთობლივ განვითარებას“.

როდრიგესის მტკიცებით, ვენესუელა პრიორიტეტს მიანიჭებს აშშ-სთან და რეგიონთან დაბალასებული და პატივისცემით სავსე საერთაშორისო ურთიერთობებისკენ სვლას.

„პრეზიდენტ დონალდ ტრამპ: ჩვენი ხალხი და ჩვენი რეგიონი იმსახურებს მშვიდობას და დიალოგს და არა ომს. ეს ყოველთვის იყო პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს გზავნილი და ეს არის მთელი ვენესუელის გზავნილი ახლა. ვენესუელას აქვს მშვიდობის, განვითარების, სუვერენიტეტისა და მომავლის უფლება“, - განაცხადა როდრიგესმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს