ევროკავშირი - ვენესუელელი ხალხის უფლება, განსაზღვროს საკუთარი მომავალი, დაცული უნდა იყოს - ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის სრული პატივისცემით უნდა მოხდეს

ვენესუელელი ხალხის უფლება, განსაზღვროს საკუთარი მომავალი, დაცული უნდა იყოს. ბლოკი ყველა აქტორს სიმშვიდისა და თავშეკავებისკენ მოუწოდებს, რათა თავიდან აიცილონ ესკალაცია და უზრუნველყონ კრიზისის მშვიდობიანი გადაწყვეტა, - ამის შესახებ ევროკავშირის განცხადებაშია აღნიშნული.

„ევროკავშირი იხსენებს, რომ ნებისმიერ ვითარებაში უნდა იყოს დაცული საერთაშორისო სამართლის პრინციპები და გაეროს ქარტია. გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს, როგორც საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურის საყრდენს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრიათ ამ პრინციპების დაცვაზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ევროკავშირი ხაზს უსვამს, რომ ნიკოლას მადუროს დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის ლეგიტიმაცია არ აქვს.

„ევროკავშირმა არაერთხელ განაცხადა, რომ ნიკოლას მადურო არ სარგებლობს დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის ლეგიტიმაციით და რომ ბლოკი მხარს უჭერს ქვეყანაში დემოკრატიაზე მშვიდობიან გადასვლას ვენესუელას ხელმძღვანელობით, მისი სუვერენიტეტის პატივისცემით. ვენესუელელი ხალხის უფლება, განსაზღვროს საკუთარი მომავალი, დაცული უნდა იყოს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ევროკავშირი აცხადებს, რომ ბლოკი იზიარებს ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულისა და ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის პრიორიტეტს, რაც მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს მსოფლიო უსაფრთხოებისთვის. ამავდროულად, ევროკავშირი ხაზს უსვამს, რომ ეს გამოწვევები უნდა გადაიჭრას მდგრადი თანამშრომლობით, საერთაშორისო სამართლისა და ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპების სრული დაცვით.

„ჩვენ მჭიდრო კონტაქტში ვართ შეერთებულ შტატებთან, ასევე რეგიონულ და საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა მხარი დავუჭიროთ და ხელი შევუწყოთ დიალოგს ყველა ჩართულ მხარესთან, რაც გამოიწვევს კრიზისის მოლაპარაკებით, დემოკრატიულ, ინკლუზიურ და მშვიდობიან გადაწყვეტას, რომელსაც ვენესუელელები ხელმძღვანელობენ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებას მხარს უჭერს ევროკავშირის 26 წევრი სახელმწიფო - ყველა, უნგრეთის გარდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს