ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო მინისტრის მოადგილე საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაზე - აფხაზეთის რესპუბლიკა საერთაშორისო აღიარებას თვითმიზნად არ განიხილავს

აფხაზეთის რესპუბლიკა საერთაშორისო აღიარებას თვითმიზნად არ განიხილავს, - ასე ეხმაურება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ოდისეი ბიგვავა საქართველო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ვენესუელაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

„ძირითადი აქცენტი კეთდება სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებაზე, მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფაზე, უსაფრთხოების შენარჩუნებასა და ურთიერთპატივისცემასა და თანასწორობაზე დაფუძნებული დიპლომატიური კონტაქტების გაფართოებაზე. რუსეთის ფედერაციისა და სხვა მეგობარი სახელმწიფოების მხარდაჭერა ხელს უწყობს აფხაზეთში სტაბილურობისა და განვითარების განმტკიცებას, მისი ხალხის ნების ჩანაცვლების გარეშე“, - აღნიშნა ბიგვავამ.

მისი თქმით, „არაღიარების პოლიტიკის“ შესახებ განცხადებებს სამართლებრივი საფუძვლები არ გააჩნია და ხელს არ უწყობს რეგიონში კონსტრუქციული ატმოსფეროს შექმნას.

„ამავდროულად, ჩვენ მზად ვართ, ყურადღებით და პასუხისმგებლობით განვიხილოთ ნებისმიერი სიგნალი, რომელიც რეგიონული პოლიტიკისადმი უფრო პრაგმატული და რეალისტური მიდგომისკენ სწრაფვაზე მიუთითებს. აფხაზეთის რესპუბლიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ერთგულებას მშვიდობიანი თანაარსებობის, კეთილმეზობლობისა და საერთაშორისო სამართლის პატივისცემის პრინციპების მიმართ. ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ სახელმწიფოებთან, მათ შორის საქართველოსთან, დიალოგისა და თანამშრომლობის განვითარებისთვის იმ პირობით, რომ დაცული იქნება თანასწორობის, ურთიერთპატივისცემისა და ობიექტურად დადგენილი პოლიტიკური და სამართლებრივი რეალობის აღიარების პრინციპები“, - აღნიშნა ბიგვავამ.

ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ვენესუელაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და იმედი გამოთქვა, რომ ეს მოვლენები ვენესუელას ხელისუფლების მიერ საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევით საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილების გაუქმებას გამოიწვევს.

„იმის გათვალისწინებით, რომ ვენესუელას ხელისუფლებამ საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევით საქართველოს ოკუპირებული რეგიონები, აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა, გამოვთქვამთ იმედს, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ამ უკანონო გადაწყვეტილების გაუქმებას გამოიწვევს, საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და საერთაშორისო სამართლებრივი პრინციპების შესაბამისად“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს