ემილ ავდალიანი - ვენესუელაში მომხდარი პირდაპირი მაგალითია იმისა, რომ მსოფლიო გავლენის სფეროებად იყოფა

2026 წლის პირველ დღეებში აშშ-ს მიერ ვენესუელაში გადადგმულ ნაბიჯებზე, იმაზე, სავარაუდოდ, როგორ აისახება მომხდარი საერთაშორისო პოლიტიკაზე, ასევე ახლო აღმოსავლეთის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორს, ისტორიკოსს, ემილ ავდალიანს ესაუბრა.

- ბატონო ემილ, როგორ აფასებთ ვენესუელაში მომხდარს და სავარაუდოდ, როგორ აისახება მომხდარი საერთაშორისო პოლიტიკაზე?

- ვფიქრობ, ვენესუელაში მომხდარი პირდაპირი მაგალითია იმისა, რომ მსოფლიო გავლენის სფეროებად იყოფა. დასავლეთი ნახევარსფერო სრულად აშშ-ის გავლენის ქვეშ იქნება მოქცეული. პანამა, ნიკარაგუა, კუბა – ეს ის ქვეყნებია, რომელთა საკითხის მოგვარებას ამერიკა მომდევნო წლებში, თუ არა თვეებში შეეცდება.

ამას შეიძლება მოყვეს სამხრეთ ამერიკის პორტებსა და სხვა ინფრასტრუქტურაში ჩადებული ჩინური ფულის წინააღმდეგ გალაშქრებაც. ეს პოლიტიკა არაა რამე ახალი, არამედ გაგრძელებაა XIX საუკუნის მონროს დოქტრინისა და იმისა, რასაც თეოდორ რუზველტი XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ატარებდა.

ამას შეიძლება მოყვეს სამხრეთ ამერიკის პორტებსა და სხვა ინფრასტრუქტურაში ჩადებული ჩინური ფულის წინააღმდეგ გალაშქრებაც. ეს პოლიტიკა არაა რამე ახალი, არამედ გაგრძელებაა XIX საუკუნის მონროს დოქტრინისა და იმისა, რასაც თეოდორ რუზველტი XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ატარებდა

არ უნდა გამოგვრჩეს ის, რასაც ამერიკა ახორციელებდა თავის სამეზობლოში „ცივი ომის“ დროს. იგივე გავლენის სფეროების განაწილება აზიასა და ევრაზიაში მიმდინარეობს.

ომი უკრაინაში ხომ სხვა არაფერია, თუ არა რუსეთის მცდელობა უშუალო სამეზობლოში თავისი ექსკლუზიური წესრიგი დაამყაროს. რა თქმა უნდა, ნაკლებად შესაძლებელია, რომ ამერიკა დასავლეთ ნახევარსფეროში ჩაიკეტოს, არამედ მაინც დაიტოვებს შანს ჩაერიოს იქ, სადაც უნდა, განსაკუთრებით კი ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში. ის, რაც სხვებისთვის მკაცრი გეოპოლიტიკური წესრიგი იქნება, ამერიკისთვის ისევ „კეთილი ნების“ გამოვლინებად დარჩება.

- მიუხედავად იმისა რომ პრეზიდენტი ტრამპი ამაყად აცხადებს რომ მან მშვიდობა დაამყარა ახლო აღმოსავლეთში, პალესტინის რიგ რეგიონებში და გაზის სექტორში ჰამასი არა მარტო აგრძელებს აქტიურობას, ისრაელისთვის წინააღმდეგობის გაწევას.

ისრაელი პრეზიდენტ ტრამპის მადლიერია, მაგრამ, რასაც ვადევნებთ თვალს, ახლო აღმოსავლეთში მდგრადი სიმშვიდე ნამდვილად არაა. ისრაელსა და აშშ-ს ჰამასის სრულად გაძევება სურთ. იგივე სურს ბევრ არაბულ ქვეყანას, მაგრამ რეალობა განსხვავებულია.

ვხედავთ, რომ ღაზის სექტორში ჰამასის გავლენის ამოძირკვა ვერ მოხდა და არც ღაზის სექტორის სრული ეკონომიკური აღდგენის რეალური გეგმა არ დადებულა, არც პალესტინური სახელმწიფოს ჩამოყალიბების გეგმა.

თქვენ როგორ შეაფასებდით ერთი მხრივ აშშ-ს მცდელობებს გაზის სექტორში მიაღწიოს მშვიდობას, ხოლო მეორე მხრივ ისრაელის და ასევე ჰამასის პოზიციებს და დღეისათვის იქ არსებულ ვითარებას?

- პირველ რიგში, უნდა განვასხვავოთ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დეკლარირებული მშვიდობა და ღაზის სექტორში კონფლიქტის დინამიკა. ტრამპის მიერ ხშირად ნახსენები „მშვიდობა ახლო აღმოსავლეთში“ ძირითადად უკავშირდება აბრაამის შეთანხმებებს — ისრაელის ურთიერთობების ნორმალიზებას არაბულ სახელმწიფოებთან. ეს მართლაც მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მიღწევაა რეგიონული უსაფრთხოების თვალსაზრისით, თუმცა პალესტინის სახელმწიფოს საკითხი ამ პროცესის მიღმა რჩება.

მიუხედავად დასუსტებისა, ღაზის სექტორში ჰამასის არსებობა სწორედ ამ მშვიდობის ხედვის სისტემური ჩავარდნის შედეგია. ჰამასი არ არის მხოლოდ სამხედრო ორგანიზაცია, ის არის სოციალურ-პოლიტიკური სისტემა, რომელიც ღაზაში ჩამოყალიბდა მრავალწლიანი ბლოკადის, ეკონომიკური იზოლაციისა და პოლიტიკური ვაკუუმის პირობებში.

მისი სრულად სამხედრო გზით „ამოძირკვა“ ურთულეს საკითხს წარმოადგენს, რადგან ასეთი მიდგომა უგულებელყოფს იმ სოციალურ და ადმინისტრაციულ ფუნქციებს, რომლებიც ჰამასს ადგილობრივ მოსახლეობაში ლეგიტიმაციას უნარჩუნებს.

ტრამპის მიერ ხშირად ნახსენებიმშვიდობა ახლო აღმოსავლეთშიძირითადად უკავშირდება აბრაამის შეთანხმებებსისრაელის ურთიერთობების ნორმალიზებას არაბულ სახელმწიფოებთან. ეს მართლაც მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მიღწევაა რეგიონული უსაფრთხოების თვალსაზრისით, თუმცა პალესტინის სახელმწიფოს საკითხი ამ პროცესის მიღმა რჩება

აშშ-ის პოლიტიკა ღაზასთან მიმართებით წინააღმდეგობრივია. ერთი მხრივ, ვაშინგტონი მკაფიოდ უჭერს მხარს ისრაელის უსაფრთხოებას და ჰამასს ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს; მეორე მხრივ კი ვაშინგტონს არ შემოუთავაზებია ღაზის სექტორის გრძელვადიანი პოლიტიკური და ეკონომიკური ტრანსფორმაციის რეალური გეგმა.

ისრაელის პოზიციას რაც შეეხება, მართალია თელ-ავივი ჰამასს ეგზისტენციურ საფრთხედ აღიქვამს, მისი პოლიტიკა მაინც ხშირად მოკლევადიან სამხედრო შეკავებაზეა ორიენტირებული და არა კონფლიქტის გრძელვადიან პოლიტიკურ გადაწყვეტაზე. ღაზის სრული იზოლაცია და პერიოდული სამხედრო ოპერაციები ჰამასის შესაძლებლობებს ასუსტებს, მაგრამ ორგანიზაციის ამოძირკვას ვერ ახერხებს.

აშშ-ის პოლიტიკა ღაზასთან მიმართებით წინააღმდეგობრივია. ერთი მხრივ, ვაშინგტონი მკაფიოდ უჭერს მხარს ისრაელის უსაფრთხოებას და ჰამასს ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს; მეორე მხრივ კი ვაშინგტონს არ შემოუთავაზებია ღაზის სექტორის გრძელვადიანი პოლიტიკური და ეკონომიკური ტრანსფორმაციის რეალური გეგმა

ჰამასის პოზიცია, თავის მხრივ, აგებულია სამხედრო წინააღმდეგობაზე. ორგანიზაცია საკუთარ ლეგიტიმაციას სწორედ ისრაელთან დაპირისპირებით ინარჩუნებს და ნებისმიერი პოლიტიკური პროცესის ბოიკოტირება ძალაუფლების შენარჩუნების ინსტრუმენტადაა აღქმული.

რაც შეეხება არაბულ ქვეყნებს, მათგან ბევრს მართლაც სურს ჰამასის დასუსტება, თუმცა არც ერთს არ სურს ღაზის სექტორზე პირდაპირი პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება.

შესაბამისად, დღეს არ არსებობს არც პალესტინური სახელმწიფოს ჩამოყალიბების რეალისტური გზა, არც ღაზის ეკონომიკური აღდგენის მექანიზმი და არც უსაფრთხოების არქიტექტურა, რომელიც ყველა მხარის მინიმალურ ინტერესებს დააკმაყოფილებდა.

- გასული წლის ბოლოს საპროტესტო ტალღამ იფეთქა ირანში. მიუხედავად საახალწო განწყობებისა, პროტესტი ირანის დიდ ქალაქებში საკმაოდ მრავალრიცხოვანიც კი იყო. ირანული ფულის დოლართან მიმრთებაში საგრძნობი ცვლილების გამო დაწყებული უკმაყოფილება პოლიტიკურ მოთხოვნებში გადაიზარდა. ლოზუნგი „ძირს დიქტატურა“ აქტუალურიც კი იყო. რამდენად სერიოზული იყო ეს გამოსვლები და როგორ უყურებს მას ირანის ხელისუფლება?

- ირანში გასული წლის ბოლოს განვითარებული საპროტესტო ტალღა უნდა შეფასდეს არა როგორც ერთჯერადი სოციალური აფეთქება, არამედ როგორც უფრო ფართო კრიზისის კიდევ ერთი გამოვლენა, რომელიც უკვე წლებია რაც დაგროვდა და გამოწვეული იყო ირანის შიდა და საგარეო პოლიტიკური პრობლემებით.

მნიშვნელოვანია პროტესტის მასშტაბისა და შესაძლებლობების რეალისტური შეფასება. მიუხედავად იმისა, რომ გამოსვლები მრავალრიცხოვანი იყო დიდ ქალაქებში და რადიკალური ლოზუნგებით გამოირჩეოდა, მათ აკლდათ ლიდერი, ორგანიზაციული სტრუქტურა და კონკრეტული ალტერნატიული პოლიტიკური იდეა. ეს ნაკლი ზოგადად ახასიათებს ირანის საპროტესტო მოძრაობებს

პროტესტის საბაბი მართლაც ეკონომიკური იყო, რადგან დოლართან მიმართებით ირანული რიალის მკვეთრმა გაუფასურებამ, ინფლაციის ზრდამ და მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრების გაუარესებამ უკმაყოფილება ფართო ფენებში გააჩინა — განსაკუთრებით ურბანულ საშუალო კლასში და ახალგაზრდებში.

თუმცა, როგორც ეს წინა შემთხვევებში მომხდარა, ირანში ეკონომიკური პროტესტი იშვიათად რჩება სოციალურ ჩარჩოებში და ძირითადად პოლიტიკურ მოთხოვნებში გადაიზრდება ხოლმე. ირანის მოსახლეობის საგრძნობი ნაწილი ქვეყანაში ეკონომიკურ სიდუხჭირეს პირდაპირ უკავშირებს პოლიტიკური მმართველობის სისტემას.

თუმცა, მნიშვნელოვანია პროტესტის მასშტაბისა და შესაძლებლობების რეალისტური შეფასება. მიუხედავად იმისა, რომ გამოსვლები მრავალრიცხოვანი იყო დიდ ქალაქებში და რადიკალური ლოზუნგებით გამოირჩეოდა, მათ აკლდათ ლიდერი, ორგანიზაციული სტრუქტურა და კონკრეტული ალტერნატიული პოლიტიკური იდეა. ეს ნაკლი ზოგადად ახასიათებს ირანის საპროტესტო მოძრაობებს.

ირანის ხელისუფლება პროტესტს აღიქვამს როგორც გარე ძალების მიერ ქვეყნის შიგნით ჩარევის მცდელობას. ამის საპასუხოდ ძალოვანი სტრუქტურების მობილიზება ხდება და ხელისუფლება ხშირად გარკვეულ ეკონომიკურ და სოციალურ დათმობებზეც მიდის.

ამავე დროს, ირანის პოლიტიკური ელიტა აცნობიერებს, რომ სისტემის შიგნით საჭიროა პოლიტიკური რეფორმების გატარება, რადგან არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნება სულ უფრო ძნელდება.

ირანის პოლიტიკური ელიტა აცნობიერებს, რომ სისტემის შიგნით საჭიროა პოლიტიკური რეფორმების გატარება, რადგან არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნება სულ უფრო ძნელდება

- ისრაელთან ომის შემდეგ ირანის საგარეო პოლიტიკაში დიდი ცვლილებები რუსეთთან მიმართებაში არ მომხდარა. პირიქით, ირანსა და რუსეთს შორის ურთიერთობები ფართოვდება, მათ შორის კოსმოსში თანამშრომლობაში, ვაჭრობაში, ბირთვულ ტექნოლოგიებში და ა. შ.

ჩინეთსა და ირანს შორის ურთიერთობების ფონზე ირან-რუსეთის ურთიერთობას გაღრმავება სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს?

- 2025 წლის ივნისში მომხდარი ირან-ისრაელის დაპირისპირების შემდეგ ირანის საგარეო პოლიტიკაში რუსეთის მიმართულებით კურსის უცვლელობა შემთხვევითი არ არის. ირან-რუსეთის ურთიერთობა არ ეფუძნება ღირებულებით ან იდეოლოგიურ თანხვედრას. ეს არის პრაგმატიზმზე დაფუძნებული პარტნიორობა, რომელიც, პირველ რიგში, გამყარებულია არსებული მსოფლიო წესრიგის შეცვლის სურვილით.

თორმეტდღიანმა ომმა ისრაელთან ირანში ეს ლოგიკა კიდევ უფრო გაამყარა და დღეს თეირანსა და მოსკოვს შორის თანამშრომლობის გაფართოება ისეთ სფეროებში მიმდინარეობს, როგორებიცაა კოსმოსი, ბირთვული და სამხედრო-სამრეწველო ტექნოლოგიები, სავაჭრო გზები. მაგალითად, ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფანი და ა.შ.

თორმეტდღიანმა ომმა ისრაელთან ირანში ეს ლოგიკა კიდევ უფრო გაამყარა და დღეს თეირანსა და მოსკოვს შორის თანამშრომლობის გაფართოება ისეთ სფეროებში მიმდინარეობს, როგორებიცაა კოსმოსი, ბირთვული და სამხედრო-სამრეწველო ტექნოლოგიები, სავაჭრო გზები. მაგალითად, ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფანი და ა.შ

ირან-რუსეთის ურთიერთობების გაღრმავება ასევე უფრო ფართო კონტექსტში უნდა განვიხილოთ. თეირანი ცდილობს, თავი დაიმკვიდროს ე.წ. ევრაზიული სამკუთხედის ნაწილად — რუსეთი, ჩინეთი, ირანი — სადაც თითოეულ აქტორს ხშირად საერთო ანტი-დასავლური ხედვა ამოძრავებს.

ამ სამკუთხედში ირანი ცდილობს მანევრირებას ისე, რომ არც ერთ პარტნიორზე სრულად დამოკიდებული არ გახდეს. თუმცა, ირანისთვის ეს გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული.

მაგალითად, რუსეთი ირანს არ აღიქვამს თანასწორ პარტნიორად, არამედ მზად არის ითანამშრომლოს თეირანთან იქამდე, სანამ ეს მის რეგიონულ პოზიციებს აძლიერებს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში შეუძლია ირანის ინტერესები უფრო ფართო გარიგებებში გაცვალოს — მათ შორის დასავლეთთან ან რეგიონულ მოთამაშეებთან. ირანში ეს კარგად ესმით, რაც ხსნის იმას, რომ ირანელ პოლიტიკოსებში რუსეთისადმი ნდობის ხარისხი საკმაოდ დაბალია.

ირანელ პოლიტიკოსებში რუსეთისადმი ნდობის ხარისხი საკმაოდ დაბალია

- საქართველოს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ მონაწილეობა მიიღო აშხაბადში გამართულ ფორუმში, რომელშიც მონაწილეობა რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმაც მიიღო.

ამ ფორუმში საქართველოს მონაწილეობის პრემიერის მონაწილეობამ საქართველოში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ალბათ იმის გამოც, რომ მმართველი გუნდის წევრებმა ამ თემაზე გააკეთეს განცხადება რომ „პრემიერი აშხაბადში ქვეყნის მომავლის განსასაზღვრად იყო ჩასული.

თქვენი შეფასებით საქართველოს პრემიერ ირაკლი კობახიძის მონაწილეობა აშხაბადის ფორუმში სავარაუდოდ, როგორ ახასიათებს ოფიციალური თბილისის საგარეო პოლიტიკას და რა გავლენას ახდენს მასზე?

- აშხაბადში გამართულ ფორუმში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მონაწილეობა არ წარმოადგენს რამე დიპლომატიურ სენსაციას. ფორუმი პლატფორმაა, სადაც სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები მონაწილეობენ და ასეთი ფორმატები თავისთავად არ გულისხმობს საგარეო კურსის ოფიციალურ ცვლილებას.

მიუხედავად ამისა, უნდა ითქვას რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა სწრაფი ტემპებით იცვლება. ის აღარაა ექსკლუზიურად ორიენტირებული დასავლურ ინსტიტუტებში გაწევრიანებაზე. ამის დრო უკვე წასულია. ევროკავშირი, ნატო არ არიან გაფართოებაზე ორიენტირებულები, ხოლო რუსეთის სტრატეგიული დასუსტება ვერ შედგა. საქართველო, არსებული რესურსებით და გეოპოლიტიკური მანევრირებით, ერგება ამ ვითარებას. ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში აზია და ახლო აღმოსავლეთი ყოველთვის დასავლეთთან ურთიერთობების ჭრილში იყო დანახული, რაც ხშირად აბრკოლებდა მჭიდრო ურთიერთობების განვითარებას.

საქართველოს საგარეო პოლიტიკა სწრაფი ტემპებით იცვლება. ის აღარაა ექსკლუზიურად ორიენტირებული დასავლურ ინსტიტუტებში გაწევრიანებაზე. ამის დრო უკვე წასულია. ევროკავშირი, ნატო არ არიან გაფართოებაზე ორიენტირებულები, ხოლო რუსეთის სტრატეგიული დასუსტება ვერ შედგა

ამიტომაც, აშხაბადის მსგავს ფორუმებში მონაწილეობის მიღება არანაირად არაა უარყოფითი მოვლენა, არამედ ის ასახავს ჩვენს რეგიონსა და ზოგადად მსოფლიოში შეცვლილ გეოპოლიტიკურ ვითარებას და როგორ ცდილობს საქართველო მოერგოს ამ ფუნდამენტურ ცვლილებებს.

- სომხეთი და აზერბაიჯანი ნელ-ნელა ხსნიან დაბლოკილ საზღვრებს და დაწყებულია სომხეთის თურქულენოვან სამყაროსთან დიდი შერიგების პროცესი. როგორც ჩანს, ამას ხელს შეუწყობს არაქსის ხეობაში „ტრამპის გზად“ წოდებული ზანგეზურის კორიდორის მშენებლობა.

დამკვირვებელთა უმრავლესობა თვლის, რომ ამ კორიდორის ამოქმედების შემთხვევაში საქართველოს „შუა დერეფანი“ ტვირთების გარკვეულ ნაწილს დაკარგავს, მაგრამ, საქართველოს სატრანზიტო ფუნქციას არ დაკარგავს.

ამ პროცესთან დაკავშირებით, იცვლება თუ არა საქართველოს პოზიცია და თუ იცვლება, რამდენად?

- სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრების ეტაპობრივი გახსნა და სომხეთის მხრიდან თურქეთთან შერიგების პროცესის დაწყება სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსის ხარისხობრივ ცვლილებაზე მიუთითებს. ეს აღარ არის 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომის შემდგომი პოლიტიკური ნორმალიზაციის მცდელობა, არამედ რეგიონის ლოგისტიკური და გეოპოლიტიკური არქიტექტურის სრული გადახედვა.

ე. წ. „ტრამპის გზის“ გახსნა რეგიონში ახალი დერეფნის შექმნას მოასწავებს და უფრო ფართო ჭრილში გააძლიერებს „შუა დერეფნის“ პროექტს. საქართველოსთვის ეს პროცესები ერთდროულად შეიცავს რისკებსაც და შესაძლებლობებსაც. მოსაზრება, რომ „ტრამპის გზა“ ავტომატურად დაასუსტებს საქართველოს გამავალ გზებს, ვფიქრობ, გადაჭარბებულია.

ე. წ.ტრამპის გზისგახსნა რეგიონში ახალი დერეფნის შექმნას მოასწავებს და უფრო ფართო ჭრილში გააძლიერებს „შუა დერეფნის“ პროექტს. საქართველოსთვის ეს პროცესები ერთდროულად შეიცავს რისკებსაც და შესაძლებლობებსაც. მოსაზრება, რომტრამპის გზაავტომატურად დაასუსტებს საქართველოს გამავალ გზებს, ვფიქრობ, გადაჭარბებულია

ტვირთების ნაწილი შესაძლოა მართლაც გადამისამართდეს სამხრეთით, თუმცა ეს არ ნიშნავს საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის სრულ დაკარგვას.

საქართველოს დერეფანი საკმაოდ კონკურენტუნარიანია არა მხოლოდ გეოგრაფიით, არამედ არსებული ინფრასტრუქტურით, შავი ზღვის პორტებზე წვდომით, აწ უკვე ლოგისტიკაში დაგროვილი გამოცდილებითა და შედარებით სტაბილური უსაფრთხოების გარემოთი. „ტრამპის გზა“, თუნდაც ის სრულად ამოქმედდეს, იქნება უფრო დამხმარე, ვიდრე სრულფასოვანი ალტერნატივა საქართველოზე გამავალი კასპია–შავი ზღვის ტრანსკონტინენტური მარშრუტისა.

რაც შეეხება საქართველოს პოზიციას, ოფიციალური თბილისი საჯაროდ ცდილობს არც ღია წინააღმდეგობა და არც ზედმეტი ენთუზიაზმი გამოიჩინოს რეგიონში ცვალებად სავაჭრო გზებთან მიმართებაში.

ვფიქრობ, სტრატეგიულ დონეზე, საქართველოსთვის მთავარი გამოწვევა იმდენად „ტრამპის გზის“ არსებობა არაა, რამდენადაც პოტენციური საფრთხე, რომელიც, შესაძლოა, უკრაინის ომის დასრულებას მოყვეს - ისევ რუსეთზე მთელი სავაჭრო ნაკადის გადასვლა, რაც შეამცირებს საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან დაინტერესებას, შუა დერეფანში ჩადონ ფული.

სტრატეგიულ დონეზე, საქართველოსთვის მთავარი გამოწვევა იმდენად ტრამპის გზისარსებობა არაა, რამდენადაც პოტენციური საფრთხე, რომელიც, შესაძლოა, უკრაინის ომის დასრულებას მოყვეს - ისევ რუსეთზე მთელი სავაჭრო ნაკადის გადასვლა, რაც შეამცირებს საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან დაინტერესებას, შუა დერეფანში ჩადონ ფული

- მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი უკრაინის ომშია ჩართული, იგი იცლის იმისთვის, რომ ოფიციალურ თბილისს შეახსენოს რომ 3 + 3-ის ფორმატში საქართველოს ელოდებიან.

იმის ფონზე, რომ ვერ ხერხდება უკრაინაში რუსული აგრესიის შეჩერება, რამდენად რეალისტურად გამოიყურება 3 + 3-ის ფორმატში საქართველოს მიერთება?

- ჩვენს რეგიონში მიმდინარე პროცესები მიუთითებს იმაზე, რომ საქართველომ, შესაძლოა, აღნიშნულ ფორმატში მონაწილეობას დათანხმდეს. ამას მრავალი მიზეზი ექნება, რომელთა შორის ერთ-ერთია, რომ ჩვენს სამეზობლოში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ძვრებს არ ჩამოვრჩეთ.

იმის გათვალისწინებით, რომ ოფიციალური თბილისი სულ უფრო აქტიურად ცდილობს მრავალ-ვექტორული საგარეო პოლიტიკა გაატაროს და ნაკლებად იყოს დასავლეთზე დამოკიდებული, სავსებით შესაძლებელია, ვიხილოთ საქართველოს ჩართვა 3+3-ის ფორმატში.

ოფიციალური თბილისი სულ უფრო აქტიურად ცდილობს მრავალ-ვექტორული საგარეო პოლიტიკა გაატაროს და ნაკლებად იყოს დასავლეთზე დამოკიდებული, სავსებით შესაძლებელია, ვიხილოთ საქართველოს ჩართვა 3+3-ის ფორმატში

ასევე ვფიქრობ, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები და ის ფაქტიც, რომ 3+3-ის ფორმატი ჯერ კიდევ ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის, სულ უფრო ნაკლებად დამაბკროლებელი ფაქტორი იქნება თბილისისთვის.

ამიტომაც, ამ მომენტისთვის, საქართველოსთვის ამ ფორმატში მონაწილეობის რეალისტურობა პირველ რიგში, ასე ვთქვათ, ღირებულებითი წინააღმდეგობებით იზღუდება და არა პრაქტიკული მოსაზრებებით.

რა თქმა უნდა, რუსეთისთვის საქართველოს მონაწილეობა ამ ფორმატში სიმბოლურად ძალზე მნიშვნელოვანი იქნებოდა. ეს მისცემდა მოსკოვს საშუალებას, სამხრეთ კავკასია წარმოეჩინა როგორც რეგიონი, რომელიც „თავად აგვარებს“ საკუთარ პრობლემებს და სადაც დასავლეთის როლი მინიმუმამდეა დაყვანილი.

რუსეთისთვის საქართველოს მონაწილეობა ამ ფორმატში სიმბოლურად ძალზე მნიშვნელოვანი იქნებოდა. ეს მისცემდა მოსკოვს საშუალებას, სამხრეთ კავკასია წარმოეჩინა როგორც რეგიონი, რომელიცთავად აგვარებსსაკუთარ პრობლემებს და სადაც დასავლეთის როლი მინიმუმამდეა დაყვანილი

- გასული წლის მიწურულს სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის პრეზიდენტ პუტინს შეხვდა.

მინისტრ ლავროვის განცხადებით,რუსეთი სირიის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას კვლავ მხარს უჭერს.

მისივე თქმით, წინა ათწლეულებში მიღწეული შეთანხმებების საფუძველზე რუსეთსა და სირიას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები ურთიერთსასარგებლო მიზნებისთვის განვითარდება.

სირიის ახალი ხელისუფლების ურთიერთობა რუსეთთან სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს? სირია თურქეთთან ვერ ლაგდება თუ რაშია საქმე?

- სირიის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა ვლადიმირ პუტინთან და სერგეი ლავროვის განცხადებები მეტყველებს იმაზე, რომ მოსკოვი და დამასკო აქტიურად მუშაობენ ურთიერთობების გაუმჯობესებაზე მას შემდეგ, რაც 2024 წლის დეკემბერში ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლება დაემხო.

სირიის ახალი ხელისუფლებისთვის რუსეთთან ურთიერთობა, უპირველესად, საკუთარი ლეგიტიმაციის ინსტრუმენტია. დამასკოს სჭირდება ერთდროულად რამდენიმე ძლიერ მოთამაშესთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნებაა. რუსეთს აქვს გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლება, გავლენა აქვს ახლო აღმოსავლეთის მთელ რიგ ქვეყნებზე და, რაც მთავარია, შეუძლია სირიასთან დაპირისპირებული ისრაელის წინააღმდეგ მაბალანსებლის როლის მორგება.

სირიის ახალი ხელისუფლებისთვის რუსეთთან ურთიერთობა, უპირველესად, საკუთარი ლეგიტიმაციის ინსტრუმენტია. დამასკოს სჭირდება ერთდროულად რამდენიმე ძლიერ მოთამაშესთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნება

ამასთან ერთად, აქტიურად მიმდინარეობს რუსეთ-სირიის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა. თუმცა, რადგან სირიის ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაში რჩება, ხოლო რუსეთის ეკონომიკური შესაძლებლობები, უკრაინაში ომის ფონზე, მაინც შეზღუდულია, რამე საუბარი მასშტაბურ რუსულ ინვესტიციებზე ნაადრევია.

სირიისთვის რუსეთის როლი ასევე მნიშვნელოვანია თურქეთთან ურთიერთობების კუთხითაც. თურქეთი კვლავ აკონტროლებს სირიის ჩრდილოეთ ნაწილს და აქვს ამბიცია, სირია მოკავშირედ, ერთგვარ ბუფერულ სივრცედაც კი აქციოს ისრაელისა და სხვა რეგიონული მოთამაშეების წინააღმდეგ.

სირიისთვის რუსეთის როლი ასევე მნიშვნელოვანია თურქეთთან ურთიერთობების კუთხითაც. თურქეთი კვლავ აკონტროლებს სირიის ჩრდილოეთ ნაწილს და აქვს ამბიცია, სირია მოკავშირედ, ერთგვარ ბუფერულ სივრცედაც კი აქციოს ისრაელისა და სხვა რეგიონული მოთამაშეების წინააღმდეგ

სირიას კი არ სურს ექსკლუზიურად თურქეთზე იყოს დამოკიდებული. ამიტომაც, რუსეთის ფაქტორი დამასკოსთვის ამ კუთხითაც უკიდეურესად მნიშვნელოვანია.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

პატრიარქის საშობაო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 05.01.2026
ემილ ავდალიანი - ვენესუელაში მომხდარი პირდაპირი მაგალითია იმისა, რომ მსოფლიო გავლენის სფეროებად იყოფა
წარმატებული ქართული ლოგისტიკური კომპანიის განვითარების გზა და სამომავლო გეგმები