ჩინეთის საგარეო მინისტრი ნიკოლას მადუროს გასამართლებაზე - არ ვეთანხმებით, რომ რომელიმე ქვეყანას შეუძლია, მსოფლიო მოსამართლეობის პრეტენზია ჰქონდეს

არასდროს გვჯეროდა, რომ რომელიმე ქვეყანას შეუძლია იმოქმედოს, როგორც მსოფლიო პოლიციელმა და არც იმას ვეთანხმებით, რომ რომელიმე ერს შეუძლია მსოფლიო მოსამართლეობის პრეტენზია ჰქონდეს, - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ ვენესუელაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, „ყველა ქვეყნის სუვერენიტეტი და უსაფრთხოება სრულად უნდა იყოს დაცული საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“.

ცნობისთვის, ვენესუელას პრეზიდენტი ნიკოლას მადურო, რომელიც აშშ-მა ვენესუელაში ჩატარებული სამხედრო ოპერაციის შედეგად დააკავა, ნიუ-იორკის სასამართლოს წინაშე დღეს წარსდგება, სადაც მას ნარკოტიკებთან დაკავშირებულ ბრალდებებს წაუყენებენ. დღესვე, ნიუ-იორკში გაეროს უშიშროების საბჭო კოლუმბიის მოთხოვნით, და ჩინეთისა და რუსეთის მხარდაჭერით, შეიკრიბება, რათა ნიკოლას მადუროს დაკავებასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება განიხილონ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს