The Guardian - ირანში საპროტესტო აქციების დროს 20-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი დაიღუპა - დაკავებულია 990 ადამიანი, პროტესტმა კი სულ მცირე 78 ქალაქი და 222 ლოკაცია მოიცვა

ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე, სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ბავშვია, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დაკავებულია 990 ადამიანი, მათ შორის 40-ზე მეტი არასრულწლოვანი.

აშშ-ში დაფუძნებული ორგანიზაციის, ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტები ირანში (HRAI), ცნობით, ქვეყანაში ვალუტის გაუფასურებითა და ცხოვრების ხარჯების ზრდით გამოწვეული პროტესტი, რომელიც ერთ კვირაზე მეტია მიმდინარეობს, სულ მცირე 78 ქალაქსა და 222 ლოკაციაზე გავრცელდა. დემონსტრანტები რეჟიმის დასრულებას მოითხოვენ.

The Guardian-ი წერს, რომ საპროტესტო აქციები შაბათ-კვირასაც გაგრძელდა, მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხოების ძალებმა კიდევ უფრო გააძლიერეს რეპრესიები ქვეყნის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის, კომენტარების შემდეგ, რომელმაც მომიტინგეებს „მეამბოხეები“ უწოდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს