უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობას ევგენი ხმარა შეასრულებს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობას ევგენი ხმარა შეასრულებს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის დროებითი მოვალეობის შემსრულებელი ევგენი ხმარა იქნება, უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების ცენტრ „A“-ს ხელმძღვანელი“, - ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებაში.

ასევე ბრძანებაში აღნიშნულია, რომ „სამხედრო მდგომარეობის დროს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მოვალეობის შემსრულებელი შეიძლება უკრაინის პრეზიდენტმა დანიშნოს“.

მანამდე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელთან, ვასილი მალიუკთან შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, მალიუკი უსაფრთხოების სამსახურში მუშაობას გააგრძელებს, რათა რუსეთის წინააღმდეგ ასიმეტრიული სპეციალური ოპერაციები განახორციელოს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს