კირ სტარმერი - მნიშვნელოვანია, რომ გრენლანდიის მომავალი დანიისა და თავად გრენლანდიის მიერ გადაწყდეს

გრენლანდიის მომავალი დანიისა და თავად გრენლანდიის გადასაწყვეტია, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა.

კირ სტარმერი დანიის პრემიერ-მინისტრის, მეტე ფრედერიკსენის განცხადებას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გრენლანდიის მიტაცების შესახებ მუქარა უნდა შეწყვიტოს.

„მე მას [დანიის პრემიერ-მინისტრი] მხარს ვუჭერ. ის გრენლანდიის მომავლის შესახებ მართალია. დანია ნატო-ს მოკავშირეა და მნიშვნელოვანია, რომ გრენლანდიის მომავალი დანიისა და თავად გრენლანდიის მიერ გადაწყდეს“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს კიდევ ერთხელ განუცხადა, რომ აშშ-ს გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით სჭირდება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს