ანტონიო გუტერეში - ვენესუელაში არასტაბილურობის შესაძლო გამწვავებით შეშფოთებული ვარ

ვენესუელაში არასტაბილურობის შესაძლო გამწვავებით შეშფოთებული ვარ, - ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა ვენესუელის შესახებ გამართულ უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

„ვენესუელა ათწლეულების განმავლობაში საშინაო არასტაბილურობას, სოციალურ და ეკონომიკურ არეულობას განიცდის. დემოკრატიას ძირი გამოეთხარა. მილიონობით ადამიანმა ქვეყანა დატოვა. სიტუაცია კრიტიკულია, თუმცა უფრო ფართო და დამანგრეველი კრიზისის თავიდან არიდება შეიძლება“, - განაცხადა გუტერეშმა.

მისი თქმით, საერთაშორისო სამართალი „მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების საფუძველს წარმოადგენს“.

ცნობისთვის, ვენესუელაში აშშ-ის ოპერაციის შემდეგ გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა კოლუმბიამ, ჩინეთისა და რუსეთის მხარდაჭერით მოიწვია.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს