მოსამართლემ ნიკოლას მადუროს საქმეზე შემდეგი მოსმენა 17 მარტს დანიშნა - ადვოკატმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების მოთხოვნას არ აპირებს

მოსამართლემ ნიკოლას მადუროს საქმეზე შემდეგი მოსმენა 17 მარტს დანიშნა, - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

მოსამართლის ბრძანებით, ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე სასამართლოში 17 მარტს უნდა გამოცხადდნენ.

ასევე, მადუროს ადვოკატმა განაცხადა, რომ მისი კლიენტი ამ ეტაპზე გირაოთი გათავისუფლების მოთხოვნას არ აპირებს. ადვოკატების ცნობით, მადუროსა და მის მეუღლეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ.

ნიუ-იორკის სასამართლოში მოსმენა დაახლოებით 30 წუთს გაგრძელდა.

მოსამართლემ მადუროს მოსმენის დასაწყისში სთხოვა დაედასტურებინა, რომ ის ნამდვილად ნიკოლას მადურო იყო. BBC-ი წერს, რომ როგორც წესი, ბრალდებული მოკლედ პასუხობს ხოლმე, თუ ვინ არის, მაგრამ მადურომ ისარგებლა შემთხვევით და სასამართლოს წინაშე გამოსვლისას თქვა, რომ ის იყო ვენესუელას პრეზიდენტი.

„მე კარაკასში, ვენესუელაში, ჩემს სახლში დამაკავეს“, - განაცხადა მან ესპანურად.

ამის შემდეგ, მოსამართლემ გაფრთხილება მისცა მადუროს, რომ „ამ ყველაფრის განხილვისთვის დრო და ადგილი იქნება".

ამასთან, როგორც CNN-ი აღნიშნავს, უჩვეულოა, რომ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებულმა მოსამართლეს რაიმე უთხრას პირველი გამოცხადების დროს, რადგან ადვოკატები, როგორც წესი, აფრთხილებენ თავიანთ კლიენტებს, რომ მათ მიერ ნათქვამი შეიძლება გამოყენებულ იქნას ბრალდების მხარის მიერ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს