დანიის პრემიერი - თუ აშშ გადაწყვეტს, რომ ნატო-ს წევრზე სამხედრო თავდასხმა განახორციელოს, მაშინ ეს ყველაფერს გააჩერებს, მათ შორის ნატო-ს

თუ აშშ ნატო-ს წევრს თავს დაესხმება, მაშინ ეს ალიანსის დასასრული იქნება, - ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა განაცხადა.

დანიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გრენლანდიასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სიტყვები სერიოზულად უნდა იქნას აღქმული.

„თუ აშშ გადაწყვეტს, რომ ნატო-ს წევრზე სამხედრო თავდასხმა განახორციელოს, მაშინ ეს ყველაფერს გააჩერებს, მათ შორის ნატო-საც და იმ უსაფრთხოებას, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა“, - აღნიშნა დანიის პრემიერმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს კიდევ ერთხელ განუცხადა, რომ აშშ-ს გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით სჭირდება.

„გრენლანდიის შესახებ დაახლოებით 20 დღეში ვისაუბროთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს