დელსი როდრიგესმა ფიცი დადო და ოფიციალურად გახდა ვენესუელის  პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი

დელსი როდრიგესი ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ოფიციალურად გახდა, - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტმა, დელსი როდრიგესმა საპრეზიდენტო ფიცი ქვეყნის ეროვნულ ასამბლეაში დადო.

„ფიცს ვდებ, რომ ჩვენი ხალხის მშვიდობისა და სულიერი, ეკონომიკური და სოციალური სიმშვიდის უზრუნველყოფისთვის ერთი წუთითაც არ დავისვენებ. მოდით, ფიცი დავდოთ, როგორც ერთიანმა ქვეყანამ, რომ ამ საშინელ დროს ვენესუელა წინ ნაბიჯს გადადგამს“, - განაცხადა როდრიგესმა.

56 წლის დელსი როდრიგესმა ფიცი მისი ძმისა და ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის, ხორხე როდრიგესის წინაშე დადო.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს