სტივენ მილერი - გრენლანდია შეერთებული შტატების ნაწილი უნდა იყოს

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალური პოზიციაა, რომ გრენლანდია შეერთებული შტატების ნაწილი უნდა იყოს, - ამის შესახებ თეთრი სახლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ სტივენ მილერმა განაცხადა.

ამასთან, მან უარყო, რომ გრენლანდიის მოსაპოვებლად სამხედრო ძალის გამოყენება იქნება საჭირო.

მილერმა გრენლანდიაზე დანიის კონტროლის ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დააყენა.

„რა არის მათი ტერიტორიული პრეტენზიის საფუძველი? რა არის მათი გრენლანდიის დანიის კოლონიად ყოფნის საფუძველი? შეერთებული შტატები ნატო-ს ძალაა. იმისათვის, რომ შეერთებულმა შტატებმა უზრუნველყოს არქტიკის რეგიონის უსაფრთხოება, დაიცვას ნატო და ნატოს ინტერესები, ცხადია, გრენლანდია უნდა იყოს შეერთებული შტატების ნაწილი,“ - აღნიშნა მილერმა.

ცნობისთვის, სტივენ მილერის მეუღლემ - კეიტი მილერმა - სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა გრენლანდიის ამერიკის დროშის ფერებში გამოსახული რუკა, წარწერით: „მალე“. აღნიშნულ პოსტზე კომენტირებისას, გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა იენს-ფრედერიკ ნილსენმა განაცხადა, რომ ის უპატივცემულობას გამოხატავს. თუმცა, აღნიშნა, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს