ირანში საპროტესტო აქციების დროს 35 ადამიანი დაიღუპა, 1 200-ზე დემონსტრანტი კი დააკავეს

ირანში მიმდინარე მასობრივი საპროტესტო აქციების დროს, სულ მცირე, 35 ადამიანი დაიღუპა და 1 200-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს, - ინფორმაციას მედია საშუალებები ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიაცია - „ადამიანის უფლებების აქტივისტები ირანში“ - და მის მედია ქსელ HRANA-ზე დაყრდნობით ავრცელებენ.

ადამიანის უფლებათა დამცველების თქმით, დაღუპულ 35 ადამიანს შორის 29 მომიტინგე, ოთხი ბავშვი და ორი უსაფრთხოების ძალების წარმომადგენელია.

HRANA-ს ცნობით, ირანში დეკემბრის ბოლოს დაწყებული საპროტესტო აქციები სულ მცირე 88 ქალაქში, ქვეყნის 31 პროვინციიდან 27-ში გაიმართა. ადამიანის უფლებათა დამცველების ცნობით, გარკვეულ მომენტში ირანის უსაფრთხოების ძალებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენება დაიწყეს, განსაკუთრებით მცირე დასახლებულ პუნქტებში გამართული აქციების დროს. ამ ქმედებებმა პროტესტის ახალი ტალღა გამოიწვია დიდ ქალაქებში, მათ შორის მაშჰედსა და დედაქალაქ თეირანში. დემონსტრაციებს ქვეყნის მასშტაბით სულ მცირე 17 უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ. უსაფრთხოების ძალებმა კამპუსების დარბევა დაიწყეს.

ირანის ისლამური რესპუბლიკის სასამართლომ 5 იანვარს განაცხადა, რომ საპროტესტო აქციების დროს დაკავებულების მიმართ არანაირ შეწყნარებას არ გამოავლენენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს