სახალხო დამცველის აპარატმა ბაჩო ახალაიას ცოლის, ანი ნადარეიშვილის განცხადების შესწავლა დაიწყო

სახალხო დამცველის აპარატმა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ცოლის, ანი ნადარეიშვილის განცხადების შესწავლა დაიწყო.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ომბუდსმენის აპარატში განუცხადეს.

ანი ნადარეიშვილმა სახალხო დამცველს განცხადებით გუშინ მიმართა. ბაჩო ახალაიას მეუღლე ითხოვს, ლევან იოსელიანმა შეისწავლოს მისი და მისი ოჯახის მიმართ განხორციელებული ქმედებები, რომლებიც მისივე შეფასებით, ადამიანის უფლებათა კონვენციით, საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებით დაცული უფლებების მძიმე და სისტემურ დარღვევას წარმოადგენს.

განცხადებაში ნადარეიშვილი სახალხო დამცველს მისი მანდატის ფარგლებში რამდენიმე ფაქტის, მათ შორის სუს-ის მიერ განხორციელებული ქმედებების შესწავლას სთხოვს. ასევე, ითხოვს მისი სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრას. გარდა ამისა, ითხოვს, შეისწავლონ „იძულების, მუქარისა და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტები, მათ შორის, სუს-ის შენობაში ახალაიას მიმართ განხორციელებული ზეწოლის ეპიზოდი“, ასევე, შეფასდეს სასამართლოს მიერ სხდომის დახურვის გადაწყვეტილება.

განცხადებაში ნადარეიშვილი სახალხო დამცველს მოუწოდებს, საჯარო დასკვნა და რეკომენდაციები გასცეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს