„ქართული ბრენდის დღეზე“ სადაზღვევო კომპანია „ვაიზერი“ კრეატიული რებრენდინგისთვის დაჯილდოვდა

სადაზღვევო კომპანია „ვაიზერი“ კრეატიული რებრენდინგისთვის დაჯილდოვდა. „ქართული ბრენდის დღე 2025“ ტრადიციულად დეკემბრის ბოლოს წარმატებულ ქართულ ბრენდებს აჯილდოვებს წლის განმავლობაში მიღწეული წარმატებებისთვის.

გამარჯვებულები ექვს ძირითად ნომინაციაში - „ლიდერი“, „რეპუტაცია და ნდობა“, „წარმატებული ახალი ბრენდი“, „წარმატებული ტელეპროექტი“, „წარმატებული ლიტერატურული პროექტი“ და „ბრენდ-პერსონა“ - გამოვლინდნენ.

ღონისძიების ფარგლებში 27 ნომინანტი დაჯილდოვდა. 2025 წლის ბრენდ-პერსონა ცეკვის ჯადოქარი, ანსამბლ „რუსთავის“ მთავარი ქორეოგრაფი, ლეგენდარული მოცეკვავე ფრიდონ სულაბერიძე გახდა.

„15-წლიანი წარმატების ისტორიის შემდეგ „PSP დაზღვევამ“ ახალი ბრენდი „ვაიზერი“ წარადგინა. წლების განმავლობაში დაგროვილმა გამოცდილებამ, კომპანიას მისცა ახალი განვითარების შესაძლებლობები და გააჩინა ახალი ხედვა, ახალი სახელი - „ვაიზერი“ და ახალი ენერგია. ჩვენი ახალი ბრენდი „ვაიზერი“ არის სიმბოლო ამ ხედვისა, რომელიც აერთიანებს ცოდნას, გამბედაობას და თავისუფლებას.

„ჩვენ ვაზღვევთ ყველაფერს, მაგრამ შენ ყველაფერს ნუ დააზღვევ“, რადგან „ვაიზერი“ შენი თამამი, ბრძენი თანამგზავრია. თავისუფლად მართე შენი გადაწყვეტილებები, ცხოვრება, მომავალი, მოგზაურობა. „ვაიზერი“ უახლოეს მომავალში საზოგადოებას ბევრ ორიგინალურ, ახალ სადაზღვევო პროდუქტს შესთავაზებს“, - განაცხადა „ვაიზერის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე სოფიო ლებანიძემ.

(R)

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს