თბილისის სუბ გევორქის საკათედრო ტაძარში ქრისტეშობისა და ნათლისღების სადღესასწაულო მსახურება შედგა

სომეხთა სამოციქულო ეკლესია დღეს იესო ქრისტეს შობასა და ნათლისღებას ერთად აღნიშნავს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, სადღესასწაულო მსახურება თბილისის სუბ გევორქის საკათედრო ტაძარში შედგა და მას ეპისკოპოსი კირაკოს დავთიანი და მღვდელი ტერ კირაკოს სიმონიანი უძღვებოდნენ.

"შობა უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულია, რომელმაც სამყარო შეცვალა. უფლის ნათლისღება კი, ახალი აღთქმის თანახმად, იოანე ნათლისმცემლის მიერ მდინარე იორდანეში იესო ქრისტეს მონათვლას უკავშირდება.

5 იანვრის საღამოს, ტრადიციულად, სომეხთა სამოციქულო ეკლესია საშობაო ჭრაგალუიცისა და საღმრთო ლიტურგიას აღავლენს. ლიტურგიის შემდეგ, მრევლს ეკლესიებიდან ანთებული სანთლები მიაქვს, რაც სიმბოლურად, ბეთლემის ვარსკვლავისა და იესო ქრისტეს შობას გამოხატავს. დღეს კი, სომხური სამოციქულო ეკლესია მაცხოვრის შობას დღესასწაულობს.

სადღესასწაულო მსახურება თბილისის სუბ გევორქის საკათედრო ტაძარში შედგა და მას ეპისკოპოსი კირაკოს დავთიანი და მღვდელი ტერ კირაკოს სიმონიანი უძღვებოდნენ.

სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიისა და მისი მრევლისთვის დღესასწაულების მისალოცად სუბ გევორქის საკათედრო ტაძარს ეწვივნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი, ნინო ჭავჭავაძე, სამსახურის ანალიტიკოსები, გიორგი პატაშური და სერგო კერესელიძე და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის იურისტი, თამარ კობეშავიძე.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო კიდევ ერთხელ ულოცავს საქართველოს სომეხ მოქალაქეებს ქრისტეშობასა და ნათლისღებას, მშვიდობას და კეთილდღეობას უსურვებს მათ", - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს