ჩინეთის საგარეო უწყება - ნიკოლას მადუროს სასამართლო პროცესმა უხეშად დაარღვია ვენესუელას ეროვნული სუვერენიტეტი და შეარყია საერთაშორისო ურთიერთობების სტაბილურობა

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ნიუ-იორკში გამართულმა ვენესუელას ლიდერის ნიკოლას მადუროს სასამართლო პროცესმა უხეშად დაარღვია ვენესუელას ეროვნული სუვერენიტეტი და შეარყია საერთაშორისო ურთიერთობების სტაბილურობა.

„შეერთებულმა შტატებმა უგულებელყო ვენესუელის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს სახელმწიფოს მეთაურის სტატუსი ღიად სისხლისსამართლებრივი დევნით და ე.წ. სასამართლო პროცესის ჩატარებით საკუთარ შიდა სასამართლოში, რითაც უხეშად დაარღვია ვენესუელას ეროვნული სუვერენიტეტი და შეარყია საერთაშორისო ურთიერთობების სტაბილურობა“, - განაცხადა უწყების პრესსპიკერმა მაო ნინმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ არცერთ ქვეყანას არ შეუძლია საკუთარი წესები საერთაშორისო სამართალზე მაღლა დააყენოს და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ჩინეთმა მოუწოდა შეერთებულ შტატებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე და უზრუნველყოს მათი პირადი უსაფრთხოება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს