რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, ვენესუელაში არსებული პრობლემები „კონსტრუქციული დიალოგისა და საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების პატივისცემით“ უნდა მოგვარდეს

რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, ვენესუელაში არსებული პრობლემები “კონსტრუქციული დიალოგისა და საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების პატივისცემით” უნდა მოგვარდეს. შესაბამის განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“ვადასტურებთ ვენესუელელი ერისა და მთავრობის მიმართ რუსეთის ურყევ სოლიდარობას. წარმატებებს ვუსურვებთ პრეზიდენტის ვალდებულებების შემსრულებელს დ.როდრიგესს ამოცანების მოგვარებაში, რომლებიც [ვენესუელის] ბოლივარული რესპუბლიკის წინაშე დგას. ჩვენი მხრიდან, მზაობას გამოვთქვამთ გავაგრძელოთ საჭირო მხარდაჭერის მიწოდება ჩვენთვის მეგობრული ვენესუელისთვის…

თანმიმდევრულად მხარს ვუჭერთ შექმნილი ვითარების დეესკალაციას და ნებისმიერი არსებული პრობლემების კონსტრუქციული დიალოგისა და საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების, უპირველეს ყოვლისა გაეროს ქარტიის, პატივისცემით მოგვარებას”, - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის საგარეო უწყებაში ასევე აღნიშნეს, რომ “ვენესუელისთვის გარანტირებული უნდა იყოს საკუთარი ბედის თავისით განსაზღვრის უფლება, გარედან რაიმე დესტრუქციული ჩარევის გარეშე”.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს