ვოლოდიმირ ზელენსკი - საფრანგეთის, ბრიტანეთისა და უკრაინის სამხედროებმა დეტალურად იმუშავეს ძალების განლაგებაზე - უკვე გვაქვს საჭირო დეტალები, გვესმის რომელი ქვეყანა რისთვის არის მზად

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დეკლარაციას მოაწერეს ხელი.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ პარიზის დეკლარაცია „ძალიან კონკრეტული“ შეთანხმებაა.

ზელენსკის თქმით, უკრაინას უკვე აქვს საკმარისი დეტალები და იცის, რომელი ქვეყნები ჩაერთვებიან შეთანხმებაში, მათ შორის, რა წვლილს შეიტანს თითოეული მათგანი ცალ-ცალკე.

მისი თქმით, პროგრესი ასევე მიღწეულია პარიზში აშშ-ის დელეგაციასთან მშვიდობის მონიტორინგთან დაკავშირებით გამართული მოლაპარაკებების დროს.

"საფრანგეთის, ბრიტანეთისა და უკრაინის სამხედროებმა დეტალურად იმუშავეს ძალების განლაგებაზე, რაოდენობაზე, იარაღის სპეციფიკურ ტიპებზე, შეიარაღებული ძალების კომპონენტებზე, რომლებიც საჭიროა და იმუშავებს. უკვე გვაქვს საჭირო დეტალები. გვესმის რომელი ქვეყანა რისთვის არის მზად - "მსურველთა კოალიციის" ყოველი ქვეყანა. მინდა მადლობა გადავუხადო ყოველ ლიდერს, ყოველ სახელმწიფოს, რომელსაც ნამდვილად სურს იყოს სამშვიდობო მოგვარების ნაწილი.

ძალიან არსებითად ვისაუბრეთ ამერიკულ მხარესთან მონიტორინგზე, რათა მშვიდობის დარღვევები არ იყოს. ამერიკა მზად არის ამაზე იმუშაოს. და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი შეკავებაა, ინსტრუმენტები, რომლებიც ახალ რუსულ აგრესიას აღკვეთენ. ამას ყველაფერს ვნახავთ", - წერს ზელენსკი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს